მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული თანხა გამოავლინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სარფი“ და ,,თბილისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, თურქეთისა და საქართველოს მოქალაქეების ე.ჰ.-სა და ზ.შ.-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა, ჯამში, 82 000 აშშ დოლარი გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით, 251 832.4 ლარი შეადგინა.

„საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა (არადეკლარირებული თანხის 10 %-ის ოდენობით) ჯამში, 25 183.24 ლარი შეეფარდათ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

სტეპან გრიგორიანი - სომხეთ-ირანის საზღვრით ირანს, ჯერჯერობით, მხოლოდ უცხო ქვეყნების მოქალაქეები ტოვებენ, მაგრამ, თუ ისრაელ-ირანის ომი გაგრძელდა, არაა გამორიცხული ამ საზღვარზე ირანელი დევნილებიც გამოჩნდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება