გიორგი ღიბრაძე - 50 წელს ზემოთ პირველადი ვაქცინაციის შემთხვევაში კვლავ მოქმედებს წახალისების პროგრამა და ითვალისწინებს 200 ლარს, ხოლო „ბუსტერ“ დოზით აცრის შემთხვევაში - 100 ლარს

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტარონ.

როგორც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ ბრიფინგზე აღნიშნა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ე.წ. რისკჯგუფების ვაქცინაცია, რათა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ დამძიმდეს.

„კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ვირუსით ინფიცირების შემთხვევებში შესაძლო გართულების თავიდან აცილების ყველაზე მნიშვნელოვანი და ეფექტიანი გზა არის ვაქცინაცია. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოქალაქეებს, ვაქცინაცის პროცესში აქტიურად ჩაერთონ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ე.წ. რისკ ჯგუფების ვაქცინაცია, რათა თავიდან ავიცილოთ ჯანმრთელობის შემდგომი გართულებები. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ რისკ ჯგუფებში 50 წელს ზემოთ პირველადი ვაქცინაციის შემთხვევაში კვლავინდებურად მუშაობს წახალისების პროგრამა და ის ითვალისწინებს 200 ლარს, ხოლოდ „ბუსტერ“ დოზით აცრის შემთხვევაში, იგივე ასაკობრივ ჯგუფში კვლავინდებურად მოქმედებს 100- ლარიანი წახალისების სისტემა“,- განაცხადა ღიბრაძემ.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა