თამარ გაბუნია ე.წ. მწვანე პასპორტის გაუქმების მიზეზებს ხსნის

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ე.წ. მწვანე პასპორტის მოთხოვნის გაუქმების მიზეზებს ხსნის.

როგორც მან ჟურნალისტებს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განუცხადა, „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნის მოხსნა არ ნიშნავს რომ რეგულაციები, რაც დაწესებულია ან ვაქცინაციის კამპანია უნდა შესუსტეს.

„ე.წ. მწვანე პასპორტებთან დაკავშირებით საბჭოს გადაწყვეტილება არის ის, რომ სავალდებულო ხასიათი ქვეყნის შიგნით „მწვანე პასპორტს“ ამ ეტაპზე არ ჰქონდეს. „მწვანე პასპორტის“ ტექნიკური საფუძველი „ომიკრონთან“ დაკავშირებული ფაქტორების გათვალისწინებით შესუსტდა. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ინფექციის გადატანის სტატუსზე, რეინფიცირება „ომიკრონის“ პირობებში მაღალია. ამდენად, ეს არ იცავს, არ არის გარანტია იმისთვის, რომ პირი იქნება უსაფრთხო, თუ ის შევა რომელიმე ბიზნეს გარემოში, რაც „მწვანე პასპორტთან“ დაკავშირებით გამოვიყენეთ. ასევე, ვაქცინაციის ნაწილში, ვაქცინაციის შემთხვევაში, ვაქცინაციაც ვიცით, რომ არის დაცვა, მაგრამ ეს არ არის სრული დაცვა ინფიცირებისგან, დაცვა არის უფრო მეტად ჰოსპიტალიზაციისა და გართულებებისთვის. „ომიკრონის“ შემთხვევაში ესეც არის მნიშვნელოვანი, ამდენად ყველაზე ძლიერი ფაქტორი არის ყოველდღიურად პსრ ტესტირება, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია. ამდენად ჩვენ რეალურად რომ ვთქვათ, პირი არის ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო, ეს არის ახალჩატარებული ტესტი, პსრ და ანტიგენ ტესტი. ამრიგად ამ ტექნიკური ფაქტორების გათვალისწინებით, დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ჩაითვალა რომ „მწვანე პასპროტის“ სავადებულო მოთხოვნა მოიხსნას, მაგრამ არ ნიშნავს, რეგულაციები რაც დაწესებულია ან ვაქცინაციის კამპანია რამენაირად უნდა შესუსტეს, რადგან ვაქცინა რჩება ერთ-ერთი მთავარი დაცვა. ბევრმა ქვეყანამ შეცვალა „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნები, დაამატა „ბუსტერ“ დოზის მოთხოვნა, პსრ ტესტირებაზე მეტი აქცენტი. იმ ფორმით, რა ფორმითაც გვაქვს „მწვანე პასპორტი“, ინფიცირების მაღალი რისკის პირობებში არ ქმნის სრულ გარანტიას. აქედან გამომდინარე, ტექნიკური საფუძვლები იმისთვის, რომ „მწვანე პასპორტმა“ ეპიდემიოლოგიური სურათი შეცვალოს, არაა. მეორე მიზანი იყო ვაქცინაციის წახალისება. ეს ეფექტი დღეს ნაკლებად აღინიშნება. დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, სავალდებულო „მწვანე პასპორტი“ იხსნება, თუმცა, ვაქცინაციის პროგრამა აქტიურად გაგრძელდება,“- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო