კახა კალაძე ჟურნალისტს - საკმაოდ ბევრი სახლი აქვთ, თქვენც მიგიღებენ და გაცხოვრებენ - არავის მივცემთ საშუალებას, სახელმწიფო მიწები მიიტაცონ და უკანონო მშენებლობები განახორციელონ

არავის მივცემთ იმის საშუალებას, სახელმწიფო მიწები მიიტაცონ და შემდეგ უკანონო მშენებლობები განახორციელონ, - ასე ეხმიანება დედაქალაქის მერი კახა კალაძე ორხევის დასახლებაში სახლების დემონტაჟს.

როგორც კალაძე განმარტავს, ორხევის დასახლებაში მცხოვრებ ზოგიერთ ოჯახს აქვთ სხვა ბინებიც.

„საკმაოდ ბევრი სახლი აქვთ, თქვენც მიგიღებენ და გაცხოვრებენ, თუ სურვილი გექნებათ. მარტივად ვიტყვი, რომ ჩვენ გვაქვს ბევრი პროგრამა. რაც შეეხება უსახლკაროებს, რა თქმა უნდა, არსებობს ასეთი ოჯახები. დღევანდელი მდგომარეობით, 400-მდე ასეთი ოჯახია. ჩვენ ამ ადამიანებს ვეუბნებით, რომ დღეს თუ შენ არ გაქვს საშუალება, ხარ უსახლკარო და გაქვს ეს სტატუსი, ჩემი დაპირება იყო საარჩევნოდ, რომ ყველა ოჯახი იქნება დაკმაყოფილებული, გადაეცემა საცხოვრებელი ფართები, რომლებიც მუნიციპალური საცხოვრისი იქნება და უპრობლემოდ ექნებათ საშუალება იცხოვრონ ამ ადამიანებმა. ჩვენ ამ დაპირების შესრულებას ვიწყებთ, ამ თვეში 15-16 ოჯახი იქნება დაკმაყოფილებული.

გვაქვს ასევე მეორე პროგრამა, თუ ამ ადამიანებს არ აქვთ საცხოვრისი, მათ აქვთ იმის საშუალება, რომ მიმართონ ადგილობრივ რაიონულ გამგეობას და უზრუნველყოფილი იქნებიან ქირით“, - განაცხადა კალაძემ ჟურნალისტებს.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ