ხათუნა სამნიძე - „ქართულ ოცნებას“ ხელიდან ეცლება მისი მთავარი ხაზი, რომ ელაპარაკოს ცარიელ სკამებს - მივესალმები, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სრულფასოვნად იქნება ჩართული საპარლამენტო მუშაობაში

„ქართულ ოცნებას“ ხელიდან ეცლება მისი მთავარი ხაზი, რომ ელაპარაკოს ცარიელ სკამებს და მივესალმები, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადაწყვიტა და სრულფასოვნად იქნება ჩართული საპარლამენტო მუშაობაში, ეს ძალიან ანერვიულებს „ქართულ ოცნებას“, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე საუბრისას „ქართული ოცნების“ ყველა კომენტარი და განცხადება სწორედ „ნაციონალური მოძრაობისკენ“ მიემართება და ზოგადად რჩება შთაბეჭდილება, რომ „ქართული ოცნების“ მთავარი მიზანია შეიმუშაოს ისეთი ტექსტი, რომელსაც ყველა დაეთანხმება გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“.

„მთელი ეს პროცესი დაემსაგავსა პარტიებს შორის ომს, იმის ნაცვლად, რომ ვიფიქროთ ქვეყანაზე. დღესაც, სამწუხაროდ, ჩემი კოლეგებისგან, „ქართული ოცნებისგან“, ძირითადად განცხადება რაც უკავშირდება რეზოლუციას, მისი შემუშავების პროცესს, შეუთანხმებლობას თუ ასე შემდეგ, ყველა კომენტარი და მიმართვა იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ და ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ „ქართულ ოცნებას“ ხელიდან ეცლება მისი მთავარი ხაზი, რომ ელაპარაკოს ცარიელ სკამებს. მივესალმები, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადაწყვიტა და სრულფასოვნად იქნება ჩართული საპარლამენტო მუშაობაში, ეს ძალიან ანერვიულებს „ქართულ ოცნებას“. რამდენიც არ ვეცადეთ, რომ ტექსტში, რომელზეც არ ვიყავით ბოლომდე კმაყოფილი ფორმულირებიდან გამომდიინარე, მაგრამ ერთადერთი შენიშვნა გვქონდა, რომ ჩაწერილიყო ტექსტში რუსეთი, ეს არ გაითვალისწინა „ქართულმა ოცნებამ“, თუმცა აქვე ამატებს, რომ მას არანაირი შიში არ აქვს ამ ფრაზის ჩამატების რეზოლუციაში. რჩება შთაბეჭდილება, რომ მისი მთავარი მიზანია, შეიმუშაოს ისეთი ტექსტი, რომელსაც ყველა დაეთანხმება გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“. სამწუხაროდ, მხოლოდ ასეთი დასკვნის გაკეთება შეიძლება ამ ეტაპზე.

ერთია, როდესაც „ქართული ოცნება“ ასეთ გადაწყვეტილებას იღებს, რომ არ ჩაიწეროს ტექსტში რუსეთის ფედერაცია და მეორე არის ინდივიდუალური პასუხისმგებლობა ჩემი კოლეგებისგან, რომლებსაც უნდა ეყარათ კენჭი და კენჭისყრით დაგვენახა, რომელი მათგანი არ არის მომხრე, რომ ტექსტში ჩაიწეროს რუსეთის ფედერაცია და იმის ნაცვლად, რომ დაცულიყო რეგლამენტი და ჩატარებულიყო კენჭისყრა, „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ სასწრაფო წესით კენჭი ეყარა თვითონ რეზოლუციისთვის, არც კი ეკითხა კოლეგა ოპოზიციონერებისთვის თანახმა არიან, მხარს უჭერენ თუ თავს იკავებენ რეზოლუციის მიღებისგან და გაიქცა „ქართული ოცნება“ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომიდან.

მამუკა მდინარაძემ განაცხადა: „ვერც ერთ დროში, ვერც მტერი და ვერც მოყვარე ვერ მოგვედავოს და ვიყოთ მართალი ყველასთან“ - საზოგადოებას დავუტოვებ ამ ფრაზის ინტერპრეტაციას და საზოგადოებამ გადაწყვიტოს, ვის თვლით მტრად, ვისგან არ გინდათ, რომ იყოს პრეტენზია, ვისთან გინდათ იყოთ მართლები. ჩვენ სტრასბურგი მოვიგეთ იმიტომ კი არა, რომ მართლები ვიყავით რუსეთთან, იმიტომ, რომ მართლები ვიყავით ჩვენს მოქალაქეებთან, ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, ჩვენს მეგობრებთან და რუსეთთან ასე ენის მოჩლექვით საუბარი, დამალვა და სახელის არ დარქმევა ამ ქვეყნის სწორ პოზიციონირებას არ ნიშნავს. ეს არ არის შეცდომა, ეს არის მიზანმიმართლი გადაწყვეტილება და მიზანმიმართული ნაბიჯი,“- განაცხადა სამნიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა