იაგო ხვიჩია - როგორც იქნა, მმართველი პარტია მიხვდა, რომ „მწვანე პასპორტი“ უაზრობა იყო და უნდა გაეუქმებინა, გილოცავთ, ამ შესანიშნავ მიგნებას

გილოცავთ, როგორც იქნა, მმართველი პარტია მიხვდა, რომ „მწვანე პასპორტები“ უაზრობა იყო და უნდა გაეუქმებინა. გილოცავთ ამ შესანიშნავ მიგნებას, რაზეც რატომღაც, მიღებიდან 41 დღე დაგაგვიანდათ, - ამის შესახებ "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

იაგო ხვიჩიას თქმით, შეზღუდვებმა, რომელიც პანდემიის დროს დაწესდა, კორონავირუსის ნაცვლად, ადამიანების წინააღმდეგ იმუშავა. იაგო ხვიჩიამ პარლამენტის დეპუტატებს მიმართა და ჰკითხა გრძნობდნენ თუ არა ისინი პასუხისმგებლობას, იმ ხალხის წინაშე, ვინც დაწესებული რეგულაციების შედეგად დაზარალდა.

"ჩვენ გვახსოვს, რომ როცა 5 და 1 ადამიანი იყო ინფიცირებული აეროპორტიდან ხალხს ხსნიდით და აბასთუმანში მიგყავდათ, ეს ყველაფერი ოპოზიციის ლოცვა-კურთხევით ხდებოდა, ესეც არ მინდა, რომ ვინმეს გამორჩეს. ცოლ-ქმრის მანქანაში წინ ჯდომას უკრძალავდით, გზებს რეცხავდით, ბოლოს „მწვანე პასპორტები“ შემოიღეთ. ათასნაირი შეზღუდვები იყო, 9 საათიდან სახლიდან არგასვლა და ა.შ. ასევე ბიზნესების გაკოტრება, თუნდაც ამ ბოლო პერიოდში რეგულაციებით, როგორც თქვენ სასტუმროებს ან რესტორნებს მოექეცით. გრძნობთ თუ არა თავს დამნაშავედ ჩვენს წინაშე, იმ ხალხის წინაშე, რომლებიც ამ ყველაფრის შემდეგ ზარალდებოდა.

რასაც თქვენ აკეთებდით კორონავირუსის წინააღმდეგ არაფერმა იმუშავა, მაგრამ ყველაფერმა იმუშავა ადამიანების წინააღმდეგ. ვისი პასუხისმგებლობაა ეს? ამას ვინც უჭერდა მხარს, როგორც ხელისუფლებიდან ისე ოპოზიციიდან, იღებს თუ არა რაიმე პასუხისმგებლობას ამაზე, თუნდაც პოლიტიკურ პასუხისმგებლობას?

ამას იმიტომ გეუბნებით, რომ მე მგონი ყველასთვის თვალნათელია, თუ რამხელა შეცდომა იყო ეს, როცა დღეს 25 ათასამდე დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, რეალურად კი სამჯერ მეტი. მანამდე დავასუსტეთ ადამიანები, გავაღატაკეთ ეკონომიკა, ვისი პასუხისმგებლობაა ეს? შეცდომის არ აღიარების თვალსაზრისით დღესაც იგივეს ვაგრძელებთ", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ირაკლი მელაშვილი - დასავლური კურსი დეკლარირებული გვაქვს, მაგრამ ხელისუფლებას მკაფიოდ აქვს გასაცემი პასუხი კითხვაზე - რატომ ამბობს საქართველო უარს დასავლეთის სამხედრო დახმარებაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2022
ბორის სოკოლოვი - პუტინს ნებისმიერ ფასად უნდა ომში გამარჯვება, ამაზეა დამოკიდებული მისი პოლიტიკური მომავალი და ფიზიკურად გადარჩენაც, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ იგი მზადაა, გამოიყენოს თუნდაც ტაქტიკური ბირთვული იარაღი
ქართული ციფრული ბანკების გლობალური აღიარება
ვოლტი ზუგდიდშია