შალვა კერესელიძე - მივმართავ პრემიერს, მოსახლეობის პრობლემით დაინტერესდეს, პრობლემების გადაწყვეტაზე ფიქრი უფრო სასარგებლოა, ვიდრე ჩვენი გუნდის მიმართ ცილისმწამებლურ ბრალდებებზე საუბარი

მივმართავ პრემიერს, მოსახლეობის პრობლემით დაინტერესდეს, პრობლემების გადაწყვეტაზე ფიქრი უფრო სასარგებლოა, ვიდრე ჩვენი გუნდის მიმართ ცილისმწამებლურ ბრალდებებზე საუბარი, - ამის შესახებ პარტის „საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა შალვა კერესელიძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

შალვა კერესელიძემ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე ყაზბეგის მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება.

"ჩემი დღევანდელი პოლიტიკური განცხადება შეეხება ყაზბეგის მუნიციპალიტეტს, იქ მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას და მათ წინაშე არსებულ პრობლემას, რომელიც მრავალი წელია უკვე დგას დღის წესრიგში, მაგრამ სამწუხაროდ, დღემდე ვერ მოგვარდა. რამდენიმე დღის წინ ვიმყოფებოდი ყაზბეგში და შევხდი აღშფოთებულ მოსახლეობას. ეს შეეხება დაბა სტეფანწმინდის და გერგეთის წყალმომარაგების პრობლემას, რომელიც დაახლოებით 8 წელია არ მოგვარდა და მუდმივად ხდება პროცესის გადავადება" - განაცხადა კერესელიძემ.

მისი თქმით, 2021 წელს უნდა დასრულებულიყო პროექტირება და დაწყებულიყო სამუშაოები, მაგრამ გაურკვეველი ვადით ისევ გადაიდო.

„მივმართავ საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მთავრობას, დაინტერესდეს აღნიშნული პრობლემით და მსგავსი პრობლემების გადაწყვეტაზე ფიქრი ბევრად უფრო სასარგებლოა ჩვენი მოსახლეობისთვის, ვიდრე სხვა საკითხებზე ზრუნვა, ვიდრე ჩვენი გუნდის მიმართ ცილისმწამებლური განცხადებების და უსაფუძვლო ბრალდებებზე საუბარი. მივმართავ ასევე მმართველ პოლიტიკურ გუნდს და ყველა ოპოზიციურ პარტიას, ნაცვლად ერთმანეთის ლანძღვა-გინებისა, სწორედ მსგავსი პრობლემებით დავინტერესდეთ, რაც არსებობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, რადგან მსგავსი პრობლემები ყველა მუნიციპალიტეტშია" - განაცხადა შალვა კერესელიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის