ანა ბუჩუკური - ჩვენ ვართ ის ოპოზიციური პარტია, რომელიც ფაქტია, რომ „ქართული ოცნებაზე" მეტად პატივს სცემს „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს

ჩვენ ვართ ის ოპოზიციური პარტია, რომელიც ფაქტია, რომ „ქართული ოცნებაზე'' მეტად პატივს სცემს „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს, - ასე მიმართა უმრავლესობის დეპუტატებს, პარტია "საქართველოსთვის" პოლიტსაბჭოს წევრმა, დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისი განცხადებით, პარტია „საქართველოსთვის“ არის ოპოზიციური პარტია, რომელიც მიხეილ სააკაშვილის დაკავების მომენტიდან ფიქრობს, რომ სააკაშვილის მიმართ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები უნდა აღსრულდეს და ამაზე „ქართული ოცნება“ არის პასუხისმგებელი.

„ჩვენ ვართ ერთადერთი ოპოზიციური პოლიტიკური ძალა, რომელსაც „ოცნების“ სრულად კონტროლირებადი მედიასაშუალებები არ გვაშუქებენ, არა იმიტომ, რომ ჟურნალისტებს ეს არ უნდათ, უბრალოდ, „ქართული ოცნება'' მათ სხვა გზას არ უტოვებს და ეს არის შიშის მაჩვენებელი „ოცნების“ მხრიდან. პირადად ჩემთვის, ანა ბუჩუკურისთვის, ჩვენ ვართ ის ოპოზიციური პარტია, რომელიც ფაქტია, რომ „ქართული ოცნებაზე'' მეტად პატივს სცემს „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს“,- განაცხადა ბუჩუკურმა.

მან ასევე ისაუბრა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია „საქართველოსთვის“ წევრის არჩევის შესახებ და აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პარტია "საქართველოსთვის" „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ალიანსში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა, რაც უკვე არადამაჯერებელია.

„ჩვენს მოქალაქეებს მინდა რეალობა ძალიან მოკლედ და მარტივად ვუთხრა. როგორც კი არჩევნები დასრულდა იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც „ქართულმა ოცნებამ'' დაკარგა უმრავლესობა, ისინი ამბობდნენ, რომ არ შეეგუებოდნენ ამ ახალ რეალობას და ყველაფერს გააკეთებდნენ იმისთვის, რომ ადგილობრივი მოსახლეობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ხელოვნურად შეეცვალათ. საბოლოო ჯამში, ცალკეულ მუნიციპალიტეტებში „ქართულმა ოცნებამ'' განიზრახა, რომ ხელახალი არჩევნები ჩატარდეს და ამ მიზნისთვის ის შეეცადა, რომ შეექმნა ხელოვნური კრიზისი. საბოლოო ჯამში, აქაც ოპოზიციური სპექტრი, ფაქტობრივად იძულებული გახდა, რომ ჩვენი გუნდის კანდიდატისთვის მხარი დაეჭირა, არა იმიტომ, რომ მათ მოსწონთ ძალაუფლების ჩვენთან გაყოფა, არამედ იმიტომ, რომ „ქართული ოცნება'' საბოლოო ჯამში გაიტანდა თავისას და ხელახალ არჩევნებს დანიშნავდა. ანუ ხელოვნურად ეცდებოდა ახლებული რეალობის შექმნას. ეს არის მარტივი რეალობა, რომელიც ზედაპირზე ცხადად ჩანს" - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო