„თელმიკომ“ მოსახლეობისთვის დეპოზიტის დარიცხვა შეაჩერა

„თელმიკომ“ მოსახლეობისთვის დეპოზიტის დარიცხვა შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას „თელმიკო“ ავრცელებს.„თელმიკოს“ ინფორმაციით, მომხმარებლის ნაწილს კომპანია „თელმიკოსგან“ მიუვიდა სმს შეტყობინება, სააბონენტო ბარათზე დეპოზიტის დარიცხვის შესახებ, რასთან დაკავშირებითაც „თელმიკოში“ აცხადებენ, რომ დეპოზიტების დარიცხვა მოხდა, საცალო ბაზრის წესების შესაბამისად და მხოლოდ იმ მომხმარებლებზე, რომელიც სისტემატიურად არღვევს ელექტროენერგიის გადახდის ვადებს.

„თუმცა სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე და ასევე მომხმარებლების მხრიდან სემეკში მიმართვების გათვალისწინებით, კომპანია "თელმიკო", აუქმებს დეპოზიტის დარიცხვას ყველა საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის.

გვსურს აღვნიშნოთ, რომ "თელმიკოს" არც აქამდე, და არც მოცემულ მომენტში, აღნიშნული სადეპოზიტო დარიცხვა არ განუხოციელებია, იმ სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებზე, რომლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მოწოდებული აქვს კომპანიას მომხმარებლის მხრიდან.

ჩვენ ყოველთვის გაგებით ვეკიდებით ჩვენი მომხარებლის მოთხოვნებს და ამიტომ შემდგომში ანალოგიური ვითარების თავიდან აცილების მიზნით, მივმართავთ მომხმარებელს თხოვნით არ დაარღვიონ ელექტროენერგიის გადახდის ვადები.

დამატებითი ინფორმაციისთვის, მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანია „თელმიკოს“ ქოლ ცენტრს, ნომერზე +995 32 5 000 777, მოგვწეროს პირადი შეტყობინება "ფეისბუქში" ან ელექტრონულ მისამართზე info@telmico.ge“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
გია ხუხაშვილი  - ხელისუფლება ქვეყნის საგარეო კურსთან მიმართებაში საბოტაჟის რეჟიმშია, ეს შეგნებულად კეთდება, სიბრიყვით თუ მენტალური პრობლემების გამო, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან შედეგი კატასტროფულია
Gulf Store-ის მე-100 მაღაზია გაიხსნა
Tether საქართველოს ბაზარზე სტარტაპში CityPay.io ინვესტირებით შემოდის
„სანტე“ მომხმარებელს ახალ პროდუქტს სთავაზობს
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს