ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი EU4Culture მობილობის კონკურსს აცხადებს

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი EU4Culture აცხადებს მობილობის კონკურსს ხელოვანებისა და კულტურის პროფესიონალების მხარდასაჭერად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში: აზერბაიჯანი, მოლდოვას რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა, - ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, კონკურსის პირველი ფაზა იწყება 2022 წლის 31 იანვარს და მოიცავს დაფინანსების შესაძლებლობას სტაჟირების, სასწავლო ვიზიტების, კონფერენციების, პროფესიული განვითარებისა და სხვა აქტივობებისთვის, რომლებიც ხელს უწყობს ცოდნის გაცვლას და კულტურათაშორის დიალოგს.

კონკურსი მოიცავს სამი ტიპის მობილურობას:

  1. მოკლე ვადიანი მობილურობა (7-10 კალენდარული დღე) – 1500 ევრომდე
  2. საშუალო ვადიანი მობილურობა (5 კვირამდე) - 3500 ევრომდე
  3. გრძელვადიანი მობილურობა (12 კვირამდე) - 5000 ევრომდე

„მობილობის პროექტები შეიძლება განხორციელდეს 2022 წლის ივნისიდან 2023 წლის ივნისამდე ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ევროკავშირის პარტნიორ ქვეყნებსა და ევროპის სხვა ქვეყნებში.

ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობის მიღება? 18 წელზე უფროსი ასაკის ხელოვანებსა და კულტურის პროფესიონალებს, რომლებიც არიან მოქალაქეები და აქვთ ამჟამინდელი ლეგალური რეზიდენტის სტატუსი აზერბაიჯანში, მოლდოვას რესპუბლიკაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში, ან არიან აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების რეზიდენტები.

როგორ ხდება კონკურსში მონაწილეობის მიღება? აპლიკანტებმა უნდა მოამზადონ სამოქმედო გეგმა საერთაშორისო მობილობის ბიუჯეტისთვის ონლაინ განაცხადის ფორმის გამოყენებით და წარადგინონ გოეთეს სააპლიკაციო პორტალზე (GAP).

მობილობის დეტალური გზამკვლევი: https://cutt.ly/XOk92hd

კონკურსის ბოლო ვადაა: 2022 წლის 8 აპრილი, 18:00 (ადგილობრივი დროით). მობილობის საგრანტო სქემა მიზნად ისახავს გააძლიეროს კულტურათაშორისი დიალოგი და ხელი შეუწყოს ხელოვანებისა და კულტურის პროფესიონალებს შორის ცოდნის გაზიარებას, მხარი დაუჭიროს მათ პროფესიულ მობილობას და შექმნას კავშირები საერთაშორისო თანამშრომლობისათვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, EU4Culture ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტია, რომელიც გოეთეს ინსტიტუტის (წამყვანი პარტნიორი), დანიის კულტურის ინსტიტუტის, ჩეხეთის ცენტრებისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მიერ ხორციელდება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს