ინდოეთში, ქვანახშირის მაღაროში მომხდარი ჩამონგრევის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა

ინდოეთში, ჯარხანდის შტატში ქვანახშირის მაღაროში ნარჩენების გროვის ჩამოშლის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, შემთხვევა მიტოვებულ ღია მაღაროში მოხდა, სადაც ადგილობრივები ქვანახშირის ამოღებას ცდილობდნენ.

მაღარო, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, სახელმწიფო კომპანიას ეკუთვნის.

პოლიციის ინფორმაციით, შემთხვევა დჰანბადის რაიონში მოხდა და დაღუპული პირები პროფესიონალი მეშახტეები არ არიან.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა