თენგიზ ფხალაძე - დღეს, როცა ასეთი დიპლომატიური ომი მიდის, მნიშვნელოვანია, რომ ყოველ წუთს და წამს ხდებოდეს ყველა იმ ვალდებულების შეხსენება, რომელიც რუსეთმა დაარღვია საქართველოსთან მიმართებაში

თუკი რამე შეგვიძლია მოვთხოვოთ რუსეთს, ერთ-ერთი სტამბოლის სამიტია, რომლის გადაწყვეტილების შესრულებაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის - დღეს, როდესაც ასეთი დიპლომატიური ომი მიდის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყოველ წუთს და ყოველ წამს ხდებოდეს ყველა იმ დარღვეული ვალდებულებების შეხსენება, რომელიც რუსეთმა დაარღვია საქართველოსთან მიმართებაში, - ამის შესახებ ჯიპა-ს ასოცირებულმა პროფესორმა, ბრიუსელის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიის ევროპული ცენტრის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა, თენგიზ ფხალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი შეფასებით, დღეს არჩევანი რუსეთის მხარესაა - უკრაინაში ომი უბედურებაა უკრაინისთვის, მაგრამ ეს სრულიად დამანგრეველი იქნება რუსეთისთვისაც.

„მნიშვნელოვანია ის უპრეცედენტო მხარდაჭერა და უპრეცედენტო კონსოლიდაცია, რაც მოახდინა დასავლეთმა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც ჩაიტანა ბორის ჯონსონმა, რაც არის სამეულის ფორმატი - დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი და უკრაინა, რომელიც კიდევ უფრო აძლიერებს მხარდაჭერას. დღეს ნებისმიერი სცენარისთვის მზად არის უკრაინაც და დასავლეთიც. დღეს არჩევანი არის რუსეთის მხარეს, მოვლენათა განვითარების რა გზას აირჩევს. მისივე ინტერესებშია, რომ ის დარჩეს დიპლომატიურ ჩარჩოებში, რადგან ომი უკრაინაში ცხადია, რომ არის უბედურება უკრაინისთვის, მაგრამ ეს სრულიად დამანგრეველი იქნება რუსეთისთვისაც.

რუსეთმა თავისი ქმედებებით მიიღო ის, რომ დასავლეთის გამოფხიზლების პროცესი შედგა. დასავლეთი დღეს ლაპარაკობს არა იმაზე, რომ პრობლემა არსებობს უკრაინში, ან სადღაც, არამედ ლაპარაკობს იმაზე, რომ რუსეთის პოლიტიკა მეზობელი სახელმწიფოების მიმართ, ევროპული ქვეყნების მიმართ და ზოგადად დამოკიდებულება საერთაშორისო სამართლისადმი და საერთაშორისო წესრიგისადმი არის მიუღებელი და ეს უნდა შეიცვალოს. დასავლეთს მოლაპარაკების მაგიდა არასდროს არ აუტრიალებია, თუ ვინმე ატრიალებმა ამ მაგიდას ეს იყო რუსეთის ფედერაცია. გამოსავალი არის მოლაპარაკებები.

ძალიან ფრთხილად გამოვთქვამ იმედს, რომ ომი შეიძლება არ იყოს, მაგრამ რეალურად ომის მეშინია, რადგან რუსეთი სწორედაც, რომ ეძებს იმ საბაბებს, რომლითაც ლეგიტიმაციას მოახდენს თავისი შესაძლო სამხედრო აგრესიის. კრემლში სცენარს ახლა არ იმუშავებენ, სცენარები შემუშავებულია, აქ მთავარია, რომელი მათგანი იქნება არჩეული. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება პოზიციის დაფიქსირება კიდევ ერთხელ ყველა სახელმწიფოსაგან და მათ შორის, საქართველოსგან, რადგან ლავროვმა ახსენა ეუთოს სტამბოლის სამიტი და ამ სამიტზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ რუსულმა ჯარებმა უნდა დატოვონ საქართველოს ტერიტორია და მოლდოვას ტერიტორია - აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ეს ნაწილი იმისათვის, რომ ეს თითქოს მივიწყებული სტამბოლის სამიტი, რომელიც მართლაც სერიოზული პოლიტიკური ინსტრუმენტი იყო. ეს თემა არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავუშვათ იმიტომ, რომ თუკი რამე შეგვიძლია მოვთხოვოთ რუსეთს, ერთ-ერთი სტამბოლის სამიტია, რომლის გადაწყვეტილების შესრულებაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის - დღეს, როდესაც ასეთი დიპლომატიური ომი მიდის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყოველ წუთს და ყოველ წამს ხდებოდეს ყველა იმ დარღვეული ვალდებულებების შეხსენება, რომელიც რუსეთმა დაარღვია საქართველოსთან მიმართებაში“, - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
გია ხუხაშვილი  - ხელისუფლება ქვეყნის საგარეო კურსთან მიმართებაში საბოტაჟის რეჟიმშია, ეს შეგნებულად კეთდება, სიბრიყვით თუ მენტალური პრობლემების გამო, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან შედეგი კატასტროფულია
Gulf Store-ის მე-100 მაღაზია გაიხსნა
Tether საქართველოს ბაზარზე სტარტაპში CityPay.io ინვესტირებით შემოდის
„სანტე“ მომხმარებელს ახალ პროდუქტს სთავაზობს
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს