ნინო წილოსანი ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე დარგის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და პერსპექტივებზე ისაუბრეს. აღნიშნული ასოციაცია ფერმერთა ჯგუფის მიერ 2018 წელს შეიქმნა. ასოციაციაში გაერთიანებული არიან ნუშისა და კაკლის პირველადი მწარმოებლები, მებაღეები და ფერმერები, ასევე ნუშის და კაკლის გადამამუშავებელი მეწარმეები, პროდუქციის დილერები და ექსპორტიორები.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ნუშის და კაკლის მოსავალი ქვეყანაში წლიდან წლამდე იზრდება. ასოციაციაში იმედოვნებენ, რომ 2022 წელს მოსავალი სულ მცირე, 2-ჯერ გაიზრდება, რაც გადამამუშავებელი მიმართულებით საქმიანობის გააქტიურების წინაპირობას წარმოადგენს. ასოციაციის წარმომადგენელთა განცხადებით, ორიენტირი ევროპულ ბაზარზე არის აღებული, მაგრამ, მათი თქმით, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი ბაზრის დაკმაყოფილება მოხდეს სწორედ მაღალი ხარისხის ადგილობრივი პროდუქციით.

„დარგობრივ ასოციაციებთან შეხვედრა ყოველთვის სასარგებლოა. მნიშვნელოვანია, რომ ასოციაცია 800-მდე ფერმერს აერთიანებს. გავეცანით დარგში არსებულ გამოწვევებსა და პერსპექტივებს. დღეს ისინი ძირითადად ორიენტირებული არიან კაკლის იმპორტის ჩანაცვლებაზე, რაც საერთო ეკონომიკური განვითარების ჭრილში ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტიც არის. ამავდროულად, მათ აქვთ ძალიან კარგი ზრდის პერსპექტივები და ვფიქრობ, რომ მათი საჭიროებების და გამოწვევების ჩვენს ყოველდღიურ პოლიტიკაში გათვალისწინება ჩემი, როგორც კომიტეტის თავმჯდომარის ერთ-ერთი ვალდებულებაცაა", - განაცხადა ნინო წილოსანმა შეხვედრის შემდეგ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო