რუსთავის თეატრი 55-ე საიუბილეო სეზონისთვის ემზადება

რუსთავის თეატრმა, 55-ე საიუბილეო სეზონისთვის სამზადისი დაიწყო. თეატრის ,,ცისფერ დარბაზში“, დღეს საიუბილეო სეზონზე დაგეგმილი პრემიერებისა და ღონისძიებების შესახებ პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძე და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა სოსო ნემსაძემ წარადგინეს.

ღონისძიებას, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, რუსთავის საკრებულოს წევრები, თეატრის დასი და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.

რუსთავის მერის, ნინო ლაცაბიძის განცხადებით, 2022 წელი, საიუბილეო წელია და განსაკუთრებული წელი იქნება.

"ქალაქში კულტურული მიმართულების გამოცოცხლება აუცილებელია. პანდემიურმა წლებმა, ჩვენ ყველა ერთად, თეატრს გარკვეულწილად დაგვაშორა. რუსთავის თეატრს ძალიან დიდი ისტორია აქვს, 2022 წელი - საიუბილეო წელია და მე მიხარია, რომ განსაკუთრებული წელი გვექნება. დღეს წარვადგინეთ პრეზენტაცია თუ რამდენად დატვირთული იქნება წელს რუსთავის თეატრი, იქნება ბევრი ღონისძიება, სპექტაკლი, პრემიერა, ვუმასპინძლებთ სხვა თეატრების დასებს“, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის სოსო ნემსაძის განცხადებით, თეატრში 136 ღონისძიება გაიმართება, მათ შორისაა 6 სპექტაკლის პრემიერა. დასრულდება ე. წ სარდაფის სივრცის - რეაბილიტაცია, გაიხსნება მუზეუმი, რომელიც მრავალი წელია, თეატრს არ აქვს.

"რუსთავის თეატრი 55 წლის ხდება და ეს იქნება ღონისძიებებით სავსე საიუბილეო წელი. დაგეგმილი გვაქვს ექვსი პრემიერა, მოვიწვევთ იმ ადამიანებს, რომლებიც დამააარსებლები არიან ამ თეატრის, იქნება შემოქმედებითი საღამოები. ვფიქრობ, რომ წელს, რუსთავის საზოგადოებისთვის განსაკუთრებული და საინტერესო თეატრალური სეზონი იქნება“, - განაცხადა სოსო ნემსაძემ.

საიუბილეო სეზონის პირველი პრემიერა - მიუზიკლი "კუკარაჩა“, თებერვალში თეატრის დიდ სცენაზე იგეგმება, რომლის დამდგმელი რეჟისორიც სოსო ნემსაძეა, მალევე რეჟისორი კოკო როინიშვილი ო.ჰენრის ნოველების მიხედვით დადგმულ სპექტაკლს წარადგენს.

ზაფხულში, რუსთავის თეატრი კომედიური და მუსიკალური სპექტაკლების საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს.

სეზონის მიწურულს, თეატრალური კვირეულის ფარგლებში, რუსთავის თეატრს რეგიონის თეატრები საკუთარი წარმოდგენებით ესტუმრებიან. 30 ნოემბერს, საიუბილეო დღეს, დასკვნითი კოსტიუმირებული გალა ღონისძიება გაიმართება, სადაც თავს მოიყრიან რუსთავის თეატრის დამაარსებელი მსახიობები, ამჟამინდელი და დასის უკვე ყოფილი წევრები, რეჟისორები, მხატვრები.

რუსთავის თეატრი 1967 წლის 30 ნოემბერს რეჟისორ გიგა ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით, ედმონდ როსტანის რომანტიკული დრამით - “სირანო დე ბერჟერაკით” გაიხსნა.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის