სომხეთის პრეზიდენტის პოსტზე ვაჰაგნ ხაჩატურიანის კანდიდატურა წარადგინეს

სომხეთის პარლამენტმა ქვეყნის პრეზიდენტის პოსტზე ვაჰაგნ ხაჩატურიანის კანდიდატურა წარადგინა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, კანონმდებლობის თანახმად, პრეზიდენტის კანდიდატურის წარსადგენად პარლამენტის წევრების საერთო რაოდენობის მინიმუმ მეოთხედის მხარდაჭერაა საჭირო.

გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტი პრეზიდენტის არჩევის მიზნით კენჭისყრას მარტში გამართავს.

ცნობისათვის, ვაჰაგნ ხაჩატურიანს 2021 წლის აგვისტოდან მაღალტექნოლოგიური მრეწველობის მინისტრის თანამდებობა უკავია. სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი, არმენ სარქისიანი გასულ თვეში გადადგა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს