100 000-ლარიანი ფონდი აბიტურიენტებისთვის საქართველოს უნივერსიტეტისგან

საქართველოში ყოველწლიურად იზრდება მაღალქულიანი აბიტურიენტების რიცხვი, რომლებიც ამა თუ იმ პროფესიაზე სწავლის დასაწყებად საკუთარ დაგროვილ ცოდნას უმაღლესი ქულებით იწყებენ, ხოლო საქართველოს უნივერსიტეტი ერთადერთია საგანმანათლებლო ბაზარზე, ვინც ამ ახალგაზრდებს სთავაზობს გახდნენ 100 000 ლარიანი ფონდის გამარჯვებულები.

2021 წელს დაწყებული, უპრეცენდენტო შეთავაზების შემდეგ საპრიზო ფონდი 50 000 დან 100 000 ლარამდე გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ უნივერსიტეტი მზად არის, ბევრად მეტ პირველკურსელს გადასცეს დამსახურებული ჯილდო. პირველკურსელები სწავლის დაწყებისთანავე მიიღებენ სოლიდურ თანხას თავისუფალი მოხმარებისთვის.

„ზოგადად, მაღალი ქულებით ჩარიცხული პირველკურსელები ავტომატურად იღებენ სახელმწიფო გტრანტს და ეს ყველა უნივერსიტეტზე თანაბარი პირობებით ვრცელდება. ჩვენ კი, დამატებითი წახალისებისათვის ჩავთვალეთ, რომ პირველკურსელების დაჯილდოების ეს გზა, გაწეული შრომის შესაბამისი დაფასებაა. მათ, გარდა იმისა, რომ სახელმწიფო, 100% გრანტის მოპოვების შემთხვევაში სწავლის საფასურის გადახდა არ უწევთ, აქეთ გადავცემთ სოლიდურ თანხას.

ჩვენმა 2021 წლის წარჩინებულმა პირველკურსელებმა უკვე მიიღეს დამსახურებული ჯილდო, ამ გამოცდილების ფონზე კი, საპრიზო ფონდი გაორმაგდა, სწორედ იმიტომ, რომ ბევრად მეტი გრანტიანი პირველკურსელის გახარება შევძლოთ.

მინდა ხაზგასმით განვმარტო, რომ ფულადი ჯილდო, სწავლის დაწყებისთანავე გადაეცემათ და ეს არ არის ყოველთვიური სტიპენდია, არამედ ერთიანად ჩარიცხული ერთჯერადი თანხა, რომელსაც საკუთარი სურვილისამებრ გამოიყენებენ.

საქართველოს უნივერსიტეტში იციან შრომის ფასი და ამავე შრომის დაფასება. ყველა, ჩვენთან ჩარიცხული, გრანტიანი პირველკურსელი კი, ამაში სწავლის დაწყებისთანავე დარწმუნდება.“

კონსტანტინე თოფურია - საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი

UG.EDU.GE

(R)

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია