სვენ მიქსერი - ევროკავშირის მონიტორინგის სამსახურმა უნდა შეძლოს მისი მანდატის სრულად შესრულება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რათა მათ ჰქონდეთ წვდომა ოკუპირებულ ტერიტორიებზე

მონიტორინგის სამსახური არის ერთ-ერთი დამადასტურებელი იმისა, თუ რამდენად უჭერს მხარს ევროკავშირი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, - ამის შესახებ საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის მომხსენებელმა სვენ მიქსერმა პარლამენტში, ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც სვენ მიქსერმა აღნიშნა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ უნდა შეძლოს მისი მანდატის სრულად შესრულება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რათა მათ ჰქონდეთ წვდომა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, თუმცა, მისივე შეფასებით, ეს უფრო და უფრო რთულდება ბორდერიზაციის და ანექსირებასთან დაკავშირებულ პრობლემებთან მიმართებაში.

„რომ დავუბრუნდეთ ოკუპაციის საკითხებს, მონიტორინგის სამსახური არის ერთ-ერთი დამადასტურებელი იმისა, თუ რამდენად უჭერს მხარს ევროკავშირი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. მესმის, რომ ძალიან რთული სიტუაციაა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ანექსიის თუ ბორდერიზაციის კუთხით. ევროკავშირის მონიტორინგის სამსახურმა უნდა შეძლოს მისი მანდატის სრულად შესრულება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რათა მათ ჰქონდეთ წვდომა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, თუმცა, ეს უფრო და უფრო რთულდება სწორედ ბორდერიზაციის და ანექსირებასთან დაკავშირებულ პრობლემებთან მიმართებაში. ეს ართულებს ადეკვატური ინფორმაციის მიღებასაც, მაგრამ ვცდილობთ ძალიან ცხადად გამოვხატოთ ჩვენი დამოკიდებულებები ამ საკითხებთან დაკავშირებით. უსაფრთხოება იქნება ანგარიშის ერთ-ერთი ნაწილი და ევროკავშირის სხვადასხვა დოკუმენტებში იქნება ეს გათვალისწინებული“, - განაცხადა მიქსერმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო