სვენ მიქსერი - ინსტიტუციების დამოუკიდებლობა მნიშვნელოვანია და პოლიტიკური წნეხი კანონს მიღმა არის ის, რისი დანახვაც არ გვიხარია - რაც შეეხება სააკაშვილს, ყველას უნდა ჰქონდეს სამართლიანი სასამართლოს უფლება

ინსტიტუციების დამოუკიდებლობა მნიშვნელოვანია და პოლიტიკური წნეხი კანონს მიღმა არის ის, რისი დანახვაც არ გვიხარია, - ამის შესახებ საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის მომხსენებელმა სვენ მიქსერმა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ დეპუტატების კითხვების საპასუხოდ განაცხადა.

როგორც ევროპარლამენტარმა აღნიშნა, მისთვის ცნობილია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით განვითარებული პროცესები და ამ საკითხზე შეშფოთების მიზეზი ესმის.

„სახელმწიფო ინსპექტორთან და სახალხო დამცველთან შეხვედრა მქონდა და კარგად ვიცი პროცესები, რომელიც განვითარდა. მესმის შეშფოთების მიზეზი არა მხოლოდ ქართულ საზოგადოებაში, არამედ მის ფარგლებს გარეთ. მინდა, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ ამ ინსტიტუციების დამოუკიდებლობა მნიშვნელოვანია და პოლიტიკური წნეხი კანონს მიღმა არის ის, რისი დანახვაც არ გვიხარია“, - განაცხადა სვენ მიქსერმა.

მიქსერმა ასევე უპასუხა მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით კითხვას და აღნიშნა, რომ ყველა ადამიანს სამართლიანი მიდგომის უფლება აქვს.

„რაც შეეხება ყოფილ პრეზიდენტს, ყველას უნდა ჰქონდეს ადამიანური, სამართლიანი მიდგომისა და სასამართლო პროცესის უფლება. ეს არის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი“, - განაცხადა სვენ მიქსერმა.

მიხაილო სამუსი - უკრაინა კიევის კაშხლის დაბომბვის თავიდან აცილებას შეძლებს!
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
სილქნეტის პაკეტი Gamer - თამაშობ შეუფერხებლად, დაბალი პინგით, გაუმჯობესებული პარამეტრებით
„სმარტ კაპიტალი“ თბილისს შემოგარენის განაშენიანების ახალ პროექტს სთავაზობს
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა