მედეა ჯანიაშვილი - იანვრის თვე მნიშვნელოვანი შედეგით დავიწყეთ, რაც სწორად დაგეგმილი აქტივობის შედეგია

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მედეა ჯანიაშვილმა 2022 წლის იანვრის თვის სტატისტიკური მონაცემები შეაფასა და განაცხადა, რომ აღნიშნული შედეგი სწორად დაგეგმილი აქტივობებისა და მარკეტინგული კამპანიების შედეგია.

მისი თქმით, ამ მიმართულებით კერძო სექტორის წვლილი ძალიან დიდია.

„იანვრის თვე ძალიან პოზიტიური და მნიშვნელოვანი შედეგით დავიწყეთ, რაც შედეგია იმ სწორად დაგეგმილი აქტივობებისა და განხორციელებული მარკეტინგული აქტივობების, რომელიც ჩვენ მიზნობრივ ბაზრებზე კონკრეტული ტურისტული პროდუქტის პოზიციონირების კუთხით გავაკეთეთ. უნდა აღინიშნოს, რომ ამ მიმართულებით კერძო სექტორის წვლილი ძალიან დიდია“,- აცხადებს მედეა ჯანიაშვილი.

მისივე თქმით, იანვრის თვის სტატისტიკა კიდევ უფრო პოზიტიურ მოლოდინს აჩენს.

„ჩვენი მთავარი მიზანი, ისევე როგორც მთელი მსოფლიოსი მაქსიმალურად მოკლე ვადაში გავუთანაბრდეთ 2019 წლის მონაცემებს. 2019 წელი ტურისტების რაოდენობის მიხედვით რეკორდული გვქონდა. შესაბამისად წელს, იანვარში, უკვე გვაქვს საერთაშორისო ვიზიტორებში 38%-იანი აღდგენა, საერთაშორისო ტურისტების რაოდენობაში კი 53%-იანი აღდგენა. ეს გარანტიაა ვიყოთ ოპტიმისტურად განწყობილები და ვივარაუდოთ, რომ 2022 წელი ძალიან პოზიტიური იქნება“, -განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა.

ცნობისთვის, 2022 წლის იანვარში საქართველოში 199,393 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 2019 წლის მონაცემთან შედარებით 38%-იანი აღდგენაა. 2021 წელთან შედარებით კი ზრდა +471%-ს შეადგენს. 2022 წლის იანვარში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 163,615 შეადგინა. აღდგენა 2019 წლის მონაცემთან შედარებით 53%-ია, ხოლო 2021 წელთან შედარებით ზრდა +456%-ს შეადგენს.

გურამ იმნაძე - ქვეყანას სხვა ტიპის ნარკოპოლიტიკა სჭირდება - მხოლოდ დასჯა, მხოლოდ საპოლიციო მიდგომები ცალსახად არასაკმარისია ამ პრობლემასთან საბრძოლველად
ირაკლი მელაშვილი  -  თუ ოპოზიციამ ასე გააგრძელა, 2024 წლის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში შეიძლება უფრო მეტი მანდატი მიიღოს, ვიდრე ახლა აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.09.2023
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძისა  და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, რომლებიც „ლელოს“  უნიჭო კამპანიის უკან დგანან, ჩვენი მხრიდან სამართლებრივი რეაგირება იქნება
„დანკინის“ ბარისტათა საერთაშორისო კონკურსზე საუკეთესო ყავის მომზადებისთვის ქართველი ბარისტა დააჯილდოვეს
კომპანია „ავერსი“ ფარმაცევტებს პროფესიულ დღეს ელოცავს