დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა 52% ქალია, 48% კი მამაკაცი

საქართველოში 2020-2021 წლებში კორონავირუსით გარდაცვლილთა 52% ქალია, 48% კი მამაკაცი. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის 2020-2021 წლის ანგარიშშია აღნიშნული.

რაც შეეხება გარდაცვლილთა ასაკობრივ განაწილებას, სიკვდილიანობის მაჩვენებლიდან ყველაზე მეტი, 31.7%, 80 წელზე მეტი ასაკის პირებზე მოდის, 0-9 წლამდე ასაკის ბავშვებში კი ეს მაჩვენებელი 0.1%-ია.

სხვა ასაკობრივ კატეგორიებში სიკვდილიანობის პროცენტული გადანაწილება ასეთია: 80 წელზე მეტი - 31.7%; 70-79 წელი - 29.3%; 60-69 წელი - 24.8%; 50-59 წელი - 10%; 40-49 წელი - 2.9%; 30-39 წელი - 1%; 20-29 წელი - 0.3%; 10-19 წელი – 0.1%; 0-9 - 0.1%.

ამასთან, გარდაცვალების ყველაზე მაღალი დღიური რაოდენობა 2021 წლის ნოემბერში დაფიქსირდა და 68.2% შეადგინა.

ანგარიშში ასევე საუბარია გარდაცვლილთა თანმხლებ დაავადებებზე და ნათქვამია, რომ გარდაცვლილ პაციენტთა 50.2%-ს აღენიშნებოდა სხვადასხვა თანმხლები ქრონიკული დაავადება, მათ შორის 57%-ს კარდიოვასკულური დაავადებები და ჰიპერტენზია, დიაბეტი – 25.9%-ს, ხოლო ონკოლოგიური დაავადება – 5.6%–ს.

ანგარიშის თანახმად, ყველა ლეტალურ შემთხვევაში დაავადების მიმდინარეობა იყო მძიმე ან კრიტიკული და შემთხვევათა 81.1%-ში დაავადება გართულებული იყო პნევმონიით. გარდაცვლილთა 79.7%-ს სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებოდა; რესპირაციული დისტრეს სინდრომი აღენიშნა გარდაცვლილ პაციენტთა 29.1%-ს, ხოლო 20.7%-ში განვითარდა გულის უკმარისობა.

ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
გია ხუხაშვილი  - ხელისუფლება ქვეყნის საგარეო კურსთან მიმართებაში საბოტაჟის რეჟიმშია, ეს შეგნებულად კეთდება, სიბრიყვით თუ მენტალური პრობლემების გამო, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან შედეგი კატასტროფულია
Gulf Store-ის მე-100 მაღაზია გაიხსნა
Tether საქართველოს ბაზარზე სტარტაპში CityPay.io ინვესტირებით შემოდის
„სანტე“ მომხმარებელს ახალ პროდუქტს სთავაზობს
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს