დოიჩე ველე აკადემიისა და MDF-ის მედიაწიგნიერების პროგრამა მსმენელებს ელოდება

მედიის განვითარების ფონდმა (MDF) და დოიჩე ველე აკადმიამ მითების დეტექტორის ლაბორატორიაში მსმენელების მიღება დაიწყეს. პროგრამა უკვე მეექვსე წელია ახალგაზრდებს მედიაწიგნიერების კურსის გავლისა და MDF-ის ფაქტების გადამოწმების პლაფტორმა - მითების დეტექტორზე სტაჟირების შესაძლებლობას აძლევს.

კურსის ფარგლებში, რომლის მიზანია ახალგაზრდებს მედიაწიგნიერების ის უნარები განუვითაროს, რაც მათ ციფრულ სამყაროში ნავიგაციაში დაეხმარება, სტუდენტები ყალბი ინფორმაციის, ფოტო და ვიდეოს, ყალბი ფეისბუკ ანგარიშების გადამოწმების შესახებ პრაქტიკულ ცოდნას შეიძენენ.

მითების დეტექტორის ლაბორატორიას უკვე 200-მდე კურსდამთავრებული ჰყავს და ბევრი მათგანი როგორც მედიის განვითარების ფონდის, ასევე სხვა ორგანიზაციების კვლევით, მედია და მედიაწიგნიერების პროექტებში არიან დასაქმებული.

“დღეს ნებისმიერ მოქალაქეს სჭირდება ჰქონეს ის საბაზისო უნარები, რაც მას ინფორმაციისა და გაყალბებული ვიზუალური მასალის გადამოწმებაში დაეხმარება. ჩვენი პროგრამის მიზანია, ახალგაზრდები სწორედ ამ უნარებით აღჭურვოს, რათა მათ შეძლონ, საზიანო შინაარსი გონებაში გაფილტრონ და სიმართლე თავად დაადგინონ”, ამბობს მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი თამარ კინწურაშვილი.

ამჟამად მსმენელების შერჩევა მეთერთმეტე ჯგუფისთვის მიმდინარეობს. პროგრამა 18-დან 28-წლამდე ახალგაზრდებისთვისაა განკუთვნილი. 3,5 თვიანი ინტენსიური კურსის მონაწილეებს ყოველკვირეულად შესაძლებლობა ექნებათ ცოდნა არა მხოლოდ ინფორმაციის ვერიფიკაციის საკითხებზე აიმაღლონ, არამედ მედიის, კიბერუსაფრთხოების, მულტიმედია შინაარსის მომზადების, მონაცემთა ვიზუალიზაციის მიმართულებითაც.

სტუდენტებისთვის გათვალისწინებულია სტაჟირება “მითების დეტექტორის” ვებ-გვერდზე, რომელიც საქართველოში ფეისბუკის ფაქტების გადამოწმების პროგრამის პარტნიორია. კურსის განმავლობაში მომზადებული საუკეთესო მასალები ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება, ხოლო მულტიმედია მასალების ავტორები ჰონორარს მიიღებენ.

კურსის ბოლოს გათვალისწინებულია ფინალური კონკურსი, რომელიც საუკეთესო მულტიმედია ნაშრომს გამოავლენს. გამარჯვებულებს გადაეცემათ პრიზები, საუკეთესო შედეგის მქონე კონკურსანტი კი პროგრამის მთავარ პრიზს — ლეპტოპს მიიღებს.

დაინტერესებულ პირებს აპლიკაციის გაგზავნა 14 თებერვლამდე ონლაინ, ამ ბმულზე შეუძლიათ. მედიის განვითარების ფონდი შემოსული აპლიკაციებიდან 20 მონაწილეს შეარჩევს, ორი კანდიდატი შეირჩევა იმ ახალგაზრდებიდან, რომელთა მშობლიური ენა აზერბაიჯანული ან სომხურია.

კურსის შესახებ დამატებით ინფორმაციას გაეცანით მედიის განვითარების ფონდის ვებგვერდზე. მითლაბელების ნაშრომების გაცნობა კი მითების დეტექტორის ვებგვერდზე შეგიძლიათ.

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს