იანვარში 15 22-ის ცხელ ხაზზე 124 276 ზარი შევიდა, საიდანაც 96 962-ს უპასუხეს, 144-3-ის ცხელ ხაზზე კი 17 496 ზარი განხორციელდა, საიდანაც პასუხი 16 808-ს გაეცა

2022 წლის იანვრის თვეში, ცენტრალური ონლაინ კლინიკის ცხელ ხაზზე, კერძოდ, 15 22-ზე - 124 276 ათასი ზარი შევიდა, მთავრობის ცხელ ხაზზე, 144 -3-ზე კი 17 496 ზარი.

როგორც „ინტერპრესნიუსის“ მიერ ცენტრალური ონლაინ კლინიკიდან გამოთხოვილ ინფორმაციაშია აღნიშნული, 15 22-ზე შესული ზარებიდან ოპერატორებმა 96 962 ზარს უპასუხეს, 144-3-ზე განხორციელებული ზარების შემთხვევაში კი - 16 808 ზარს.

შესაბამისად, მათივე ინფორმაციით, 15 22-ის ოპერატორების მიერ უპასუხოდ დარჩა 27 314 ზარი, 144-3-ზე შესული ზარებიდან კი 688 ზარი.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო