გიგი უგულავა - ბადრი-საბა გავაშელიშვილი „ზონდერია“, ყველამ იცის, რომ ჩემი თავდასხმის მერე გამდიდრდა და გასივდა პირდაპირი მნიშვნელობით, ფულით და სარგებლით

ბადრი გავაშელიშვილი არის ჩვეულებრივი მატლი. ჩემთვის მთავარი არის, ვინ მისცა მას დავალება. მე კი ვიცი, მაგრამ ეს აუცილებლად დადასტურდება, რასაც საზოგადოება ნახავს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებს ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილთან დაკავშირებით განუცხადა, რომლის ცემასაც მას ედავებიან.

როგორც სასამართლო სხდომის დაწყებამდე უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, სიმართლე არის ის, რომ თავდამსხმელი არის გავაშელიშვილი და ის დაისჯება, როგორც თავმდამსხმელი.

“ეს შენობა, პირდაპირი მნიშვნელობით, აბსურდით და მარაზმით ივსება. დღეს მიმდინარეობს მიხეილ სააკაშვილის აბსურდული პროცესი. ასევე მიმდინარეობს დაუსრულებელი ჩემი საქმე, ძიუდოისტი რომ ვცემე. პროკურატურა წამოადგენს მოწმეებს, ვნახავთ, რითი გაგვახარებენ და გაგვართობენ. გარდა გართობისა ამის მიღმა, ვხედავთ, რომ სრულიად მარაზმშია ეს ყველაფერი გადასული, იხარჯება ფული, ამას სახელად ვარქმევთ მართლმსაჯულებას, ვთამაშობთ მართლმსაჯულობანას და სინამდვილეში ეს არის ტაკიმასხარაობა. განსაკუთრებით, მიხეილ სააკაშვილის პროცესი, რომელსაც ვუყურებდი და ადამიანი ითხოვს ექიმს, ყველაფერს თავი დავანებოთ, ადამიანი მოსამართლეს ეუბნება, რომ ექიმი მჭიდებაო. როგორ შეიძლება ეს საერთოდ იყოს განხილვის საგანი, ხვეწნის საკითხად დადგეს, ეს ხომ მარაზმია. ექიმს ითხოვს მეტს არაფერს და ამაზე ჭიდაობდა პროკურორი ნახევარი საათი, როგორ არ უნდა მისცენ ექიმთან კონსულტაციის საშუალება. ეს ყველაფერი ასე არ დამთავრდება. ეს არის აგრესია, რომელსაც ეს ხელისუფლება აგორებს და ტყუილად ჰგონია, რომ ეს მას არ მოუბრუნდება. პერსონალურად მოუბრუნდება ღარიბაშვილსაც და ივანიშვილსაც”, - აცხადებს გიგი უგულავა.

მისი თქმით, ის ამნისტიით გათავისუფლებას არ დაეთანხმება.

„არ მაქვს იმის ილუზია, რომ მისამართლე კოჭლამაზიშვილი მიიღებს სწორ გააწყვეტილებას. შეიძლება არ იყოს პატიმრობა, მაგრამ ჯარიმას ან რაღაცას მოიგონებს. ეს ჯარიმა კი აქტივისტებისა და პოლიტიკური ოპონენტებისთვის ახალი მეთოდია იმისთვის, რომ ადამიანი და მისი ოჯახი ფინანსურად გაწყვიტო. ეს ასევე არის ივანიშვილის და ამ რეჟიმის “ნოუ ჰაუ”, როგორ უნდა ებრძოლო ოპონენტს. ამისთვის კანონიც მიიღეს. ამიტომ, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს, ეს პროცესი ფარსია და სიმართლე არის ამ პროცესის უკან რაცაა. ამის უკან არის ვინ დაავალა ბადრი-საბა გავაშელიშვილს და მის მეგობარს მოსულიყვნენ იქ. მე, მქონი, ამ ქვეყანაში ისეთი იდიოტი არავინაა, რომ სჯეროდეს თვითონ მოვიდნენ. ზუტად ორი კვირით ადრე მიტინგს შეუვარდა გავაშელიშვილი და ხალხს არბევდა. ეს კადრები მოიპოვება არქივებში. ეს კაცი, რომ „ზონდერია“ ყველამ იცის და ჩემი თავდასხმის მერე რომ გამდიდრდა და გასივდა, პირდაპირი მნიშვნელობით, ფულით და სარგებლით, ესეც ყველამ კარგად იცის”, - განაცხადა უგულავამ.

მისი თქმით, მომხდარი არის ორგანიზებული თავდასხმა, რომლის ორგანიზატორიც ხელისუფლებაა.

“მიზეზი გასაგებია და ეს უკავშირდება 20 ივნისს, იმას, რომ მე ივანიშვილს დამსახურებულად მივაყენე შეურაცხყოფა”, - აცხადებს უგულავამ.

მისი განმარტებით, სასამართლოში ბოლომდე ივლის და ამიტომაც არ იღებს “იმ სამათხოვრო ამნისტიას, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” შარშან მიიღო.

ცნობისთვის, შემთხვევა თბილისის აეროპორტში 2019 წლის 11 დეკემბერს მოხდა. გიგი უგულავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს. მას ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემას ედავებიან. გიგი უგულავასთან ერთად ბრალდებული გახლდათ გავაშელიშვილის მეგობარი დავით პარკაძე, რომელსაც პოლიტიკოს გოკა გაბაშვილის ცემას ედავებოდნენ. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის დამნაშავედ იქნა ცნობილი და ჯარიმა დაეკისრა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა