გია ვოლსკი - ლონდა თოლორაიას გააფთრებული შეტევა მიანიშნებს, რომ ეს ადამიანი ჩამოყალიბდა როგორც გარკვეული პოლიტიკური პლატფორმის შემადგენელი ნაწილი

ველოდი, რომ ლონდა თოლორაია თავის კანდიდატურას დააყენებდა ერთ- ერთ პოსტზე, ამის ნაცვლად მისი გააფთრებული შეტევა მიანიშნებს, რომ ეს ადამიანი ჩამოყალიბდა როგორც გარკვეული პოლიტიკური პლატფორმის შემადგენელი ნაწილი,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ლონდა თოლორაიას მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების თაობაზე სარჩელის შეტანას.

ვოლსკის თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასა და მის ნაცვლად ორი უწყების ჩამოყალიბებაში არაკონსტიტუციურს ვერაფერს ხედავს.

„ქალბატონი ლონდა არის ჩამოყალიბებული კონკრეტული პოლიტიკური პლატფორმის ერთ-ერთი წარმომადგენელი თავის გააფთრებული შეტევით ამ სამსახურის გაუქმების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე. თუმცა, ეს გადაწყვეტილება არც სამართლებრივად, არც კონსტიტუციურად და არც პოლიტიკურად არ არის რაიმე ხინჯის მქონე. რა ჰქვია იმ პოლიტიკურ პლატფორმას, სადანაც პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს, პარტია "საქართველოსთვის", "ნაციონალური მოძრაობა", "ლელო" თუ ყველა ერთად და კოალიცია, რომელიც არსებობს, ამასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით. თუმცა, ფაქტია, მისი განცხადებები აშკარად პოლიტიკურ ხასიათს ატარებს", - განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, ლონდა თოლორაიამ პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, საკონსტიტიციო სასამართლოს სარჩელით მიმართა. პარლამენტის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება და მის ნაცვლად ორი უწყება - სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო