„თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ თანამშრომლებს პატიმრობა შეეფარდათ

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ თანამშრომლებს აღკვეთის ღონსიძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლო ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც მათ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შერჩევისას სასამართლომ დაადგინა, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე არსებობს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფაქტობრივი, ისე ფორმალური საფუძვლები.

„2022 წლის 4 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, ქრთამის აღების და თაღლითობის მცდელობის ბრალდების საქმეზე, დააკმაყოფილა, საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა და „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ თანამშრომლებს, აღკვეთის ღონისძიების სახით - შეეფარდათ პატიმრობა.

ბრალდებულებს: გ.მ.-ს, დ.შ.-ს და ბ.ზ.-ს ბრალად ედებათ, ქრთამის აღება, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ.

საქმის მასალების თანახმად, ორგანიზებული ჯგუფის წევრები სატრანსპორტო კომპანიაში სხვადასხვა ადგილებზე მუშაობის გარანტიის უზრუნველყოფის, სხვა სამუშაო ადგილზე გადაყვანისა და სამსახურებრივი მფარველობის სანაცვლოდ ახდენდნენ მათი ზედამხედველობის ქვეშ მყოფი მძღოლებისგან, ასევე, კომპანიაში მძღოლად დასაქმების სანაცვლოდ, მოქალაქეებისგან სისტემატურად ქრთამის სახით ფულადი თანხების შეგროვებასა და აღებას.

ბრალდებულ - გ.ს.-ს ბრალად ედება, თაღლითობის მცდელობა, რასაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია.

საქმის მასალების მიხედვით გ.ს. მოქალაქეს ფულადი თანხის სანაცვლოდ დაჰპირდა თითქოს მისი ნაცნობების მეშვეობით დაასაქმებდა სატრანსპორტო კომპანიაში.

აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შერჩევისას სასამართლომ დაადგინა, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე არსებობს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფაქტობრივი, ისე ფორმალური საფუძვლები. ამასთან ერთად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზეა მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეები და თითოეული ამ საფრთხის ინტენსივობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით მივიდა დასკვნამდე, რომ არასაპატიმრო ხასიათის აღკვეთის ღონისძიება ვერ უზრუნველყოფს ზემოაღნიშნული საფრთხეების თავიდან აცილებას.

მოცემულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2022 წლის 23 მარტს, 12 საათზე გაიმართება“, - ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა