ბადრი ჯაფარიძე - შევჯერდით, რომ წარმოვადგენთ ჩვენს ხედვას პრობლემებზე, რომელიც სასამართლო სისტემაშია, მმართველმა გუნდმა საკუთარი ხედვა უნდა წარმოადგინოს - ვნახოთ, სად არის გადაკვეთის წერტილები

შევჯერდით, რომ წარმოვადგენთ ჩვენს ხედვას პრობლემებზე, რომელიც სასამართლო სისტემაში მწვავედ დგას, მმართველმა გუნდმა საკუთარი ხედვა უნდა წარმოადგინოს - ვნახოთ, სად არის გადაკვეთის წერტილები, - აღნიშნული განცხადება “ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან სამუშაო ფორმატში გამართული შეხვედრის შემდეგ საპარლამენტო ფრაქცია “ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ ბადრი ჯაფარიძემ გააკეთა.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, “ლელოს“ სასამართლო რეფორმის საკითხზე გააჩნია არა მხოლოდ ხედვა, არამედ “საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანულ კანონში ცვლილებებიც აქვს ინიცირებული.

“ჩვენ წარვადგენთ არა მხოლოდ სუბიექტურ შეფასებებს, არამედ დასაბუთებულ არგუმენტებს სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე. სასამართლო რეფორმა, რომელსაც ჩვენი მეგობრები ითხოვენ, არის გასაღები იმისთვის, რომ საქართველომ შეძლოს გადადგას ნაბიჯი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების თვალსაზრისით. შარშან, ქვეყანამ 300 მილიონი ლარი დაკარგა იმის გამო, რომ ის სასამართლო რეფორმები არ გატარდა, რისი პასუხისმგებლობაც “ქართულ ოცნებას” ჰქონდა აღებული. თითოეული ჩვენთაგანი გაცილებით მეტს დავკარგავთ, თუ ის სასამართლო რეფორმები არ გატარდება, რასაც ჩვენგან დასავლელი პარტნიორები ელიან“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო