ბაჩო დოლიძე - შუალედური არჩევნებია რუსთავში ჩანიშნული და ისეა „ოცნება“ მობილიზებული, დავით კირკიტაძეზე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს მისსავე ოფისში მიყვანილ „ზონდერ" ჯგუფებთან შელაპარაკების გამო

წალენჯიხაში და ჩხოროწყუში „ქართულ ოცნებას“ ფულის მოპარვის საშუალება არ აქვს, ამაზე მთელი ცენტრალური ხელისუფლება წუხს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

„მხოლოდ 5 მუნიციპალიტეტში შეძლო ოპოზიციამ ის, რომ პოლიტიკური თანამდებობების გარეშე დატოვა „ქართული ოცნება“. ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ეს არ მომხდარიყო - ამის მაგალითია ბათუმი, სადაც ფუტკარაძე სიკვდილამდე მიიყვანეს.

ისინი დაპირებული იყვნენ კონკრეტულ ადამიანებთან, რომლებმაც წინასაარჩევნოდ ყველაფერი იკადრეს. მათ უთხრეს, მოიგებთ არჩევნებს, განკარგეთ ბიუჯეტი, კაციშვილი მომკითხავი არ გეყოლებათ. რეალურად მოხდა ისე, რომ ეს ხალხი ყველა თანამდებობის გარეშე დარჩა ამ კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში. შუალედური არჩევნები არის ახლა რუსთავში ჩანიშნული და ისე არიან მობილიზებული, რომ ჩვენს კოლეგა დავით კირკიტაძეზე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს მისსავე ოფისში მიყვანილ "ზონდერ" ჯგუფებთან შელაპარაკების გამო.

ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი დეპუტატების მუშაობა საგამოძიებო კომისიაში. ასევე მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი პარტიის მუშაობა როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. არ აქვს მნიშვნელობა, სააკაშვილი იქნება, ზურაბიშვილი თუ მარგველაშვილი, ჩვენ პოლიტიკური მართლმსაჯულების პრეცედენტს ვქმნით. ეს არის ამ ქვეყანაში ყველაზე დიდი პრობლემა. იქამდე, სანამ ეს ყველაფერი „ქართულ ოცნებას“ გასდის, ამ ქვეყანაში წესრიგი და მშვიდობა ვერ იქნება. მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც გვყავს ხელისუფლება, რომელიც აბსოლუტურად არაფერს აკეთებს“, - განაცხადა დოლიძემ.

მან ასევე „ნაციონალურ მოძრაობასა“ და გიორგი გახარიას პარტიას შორის წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და რუსთავის საკრებულოებში მიღწეულ შეთანხმებაზეც ისაუბრა.

„პარტია, რომელთანაც ჩვენ აბსოლუტურად არაფერი გვაქვს საერთო - გვაქვს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება და სხვა პლატფორმებზე ვდგავართ, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სადაც საჭიროა, ცივილურად მოხდა მოსახლეობის ნების აღსრულება, რაც ნიშნავდა იმას, რომ ხალხმა მხარი დაუჭირა ოპოზიციას. ჩვენ ეს დაკვეთა შევასრულეთ. მიუხედავად ტერორისა და დაშინებისა, ხალხმა თუ გადაწყვიტა, რომ „ქართული ოცნება“ ყოფილიყო თანამდებობის გარეთ, იქ აღმოჩნდა თანამდებობის გარეთ. მე ეს კომპლექსი საერთოდ არ მაქვს და რაც არ უნდა იძახოს კობახიძემ, მდინარაძემ, ჩემთვის ამას აზრი არ აქვს. ჩვენ არ მივეცით „ქართულ ოცნებას“ იმის საშუალება, რომ ხალხის ფული მოეპარათ და მეორე - ჩვენ გვეძლევა საშუალება წარმოვაჩინოთ, თუ როგორ კეთდება საქმე. ეს სამაგალითო მუნიციპალიტეტები იქნება, თუ როგორ კეთდება საქმე - ეს შიში უფრო ამოძრავებს „ქართულ ოცნებას“, რომ მათი არაფრის კეთება მთელ საქართველოში შესადარებელი იქნება თუნდაც რამდენიმე სოფელთან, სადაც, მიუხედავად ბიუროკრატიისა, მაინც ბევრს გააკეთებენ ჩვენი და სხვა ოპოზიური პარტიები. ეს უნდა იყოს თანაცხოვრების მაგალითი. როდესაც, პირობითად, წალენჯიხაში სანიაღვრე გაქვს გასაყვანი და ასფალტი დასაგები და იმის გამო ვერ აკეთებ, თითქოს „იქ გახარიას პარტიის წარმომადგენელია და მე აქ ხელს არ მოვაწერ“, შესაბამისად ეს პრობლემა არ მოგიგვარდება, არამგონია, რომ ვინმემ ნორმალურად ჩაგთვალოთ. საერთოდ არავის აინტერესებს რეგიონებში ეს საკითხი - ამ ხალხს უნდა, რომ ამ სიღატაკიდან გამოვიდეს და ელემენტარული პრობლემები მოუგვარდეს“, - აღნიშნა ბაჩო დოლიძემ.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს