პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დღესვე ორბელიანების სასახლეში ქართული ვიკიპედიის მარათონი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც 21-მა ახალგაზრდამ ქართველოლოგიისა და კოვიდპანდემიის შესახებ 45 სტატია დაწერა და 500 სტატია დაარედაქტირა, რისთვისაც მათ თსუ-ს ბიბლიოთეკის მიერ მოწოდებული წიგნებითა და ლიტარატურით ისარგებლეს. აღნიშნულ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მარათონში მონაწილე ახალგაზრდებს საქართველოს პრეზიდენტი და თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე შეხვდნენ, მათ საქმიანობას გაეცნენ და მომავალი თანამშრომლობის გეგმებზე ესაუბრნენ.

,,მოხარული ვარ, რომ დღეს ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს, რადგან ეს ნიშანია იმისა, რომ ჩვენ ნამდვილად მზად ვართ ჩვენს ხელთ არსებული საშუალებებით დაგეხმაროთ და ხელი შეგიწყოთ ამ ეროვნულ საქმეში.

ცხადია, რომ ქართული ვიკიპედია მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ცოდნის შენარჩუნებისა და სწორი და ზუსტი ცოდნის გავრცელების თვალსაზრისით, რადგან ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ერთ-ერთი პრობლემა ცრუ და არაზუსტი ინფორმაციაა.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი გასვლა საზღვარგარეთ, მსოფლიო ვიკიპედიაში სხვადასხვა ენებზე. ამისათვის აუცილებელია, ამ საქმეში ძალიან აქტიურად და ეფეტიანად ჩავრთოთ ჩვენი დიასპორა. ამისათვის უნდა მოინახოს ფორმები, არა მხოლოდ მათი ინდივიდუალურად ჩართვისათვის, როგორც ხდებოდა დიდწილად აქამდე.

რეალურად, ვიკიპედიას სივრცე, მსოფლიო სივრცე, დღეს ახალი ფორმის ბრძოლის სივრცეა. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, რომ ჩვენი ინფორმაცია და ჩვენს შესახებ ინფორმაცია იყოს დაცული“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ორბელიანების სასახლეში გაფორმებულ მემორანდუმს დღეს ხელი მოაწერეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია სულავამ და ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის თავმჯდომარემ, მეჰმან იბრაგიმოვმა.

მენორანდუმით მხარეებმა გამოხატეს სურვილი საინფორმაციო სფეროში ხელი შეუწყონ ერთობლივ პარტნიორობას და გააძლიერონ ორმხრივი თანამშრომლობა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა