2021 წელს პროკურატურამ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიმართვის საფუძველზე, სისხლისსამართლებრივი დევნა შსს-ს 4 თანამშრომლისა და პენიტენციური სამსახურის 2 თანამშრომლის მიმართ დაიწყო

2021 წელს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის წარმოებაში არსებულ ხუთ სისხლის სამართლის საქმეზე, სისხლისსამართლებრივი დევნა შინაგან საქმეთა სამინისტროს 4 თანამშრომლისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2 თანამშრომლის მიმართ დაიწყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის საპასუხოდ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, გასულ წელს, შსს-ს 4 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა 333-ე მუხლით დაიწყო, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. ორი პირის შემთხვევაში პროკურორმა სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემდგომ ბრალი დააზუსტა და მათ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებასთან ერთად ბრალი 1443 მუხლითაც წარედგინათ, რაც დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას გულისხმობს.

რაც შეეხება პენიტენციური სამსახურის ორ თანამშრომელს - უწყების ცნობით, პროკურატურამ მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებული სისხლის სამართლის კოდექსის სხვა მუხლებით დაიწყო.

უწყების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში (2019 წლის 1-ლი ნოემბრიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით) პროკურატურამ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის წარმოებაში არსებულ 11 სისხლის სამართლის საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა სულ 12 პირის მიმართ დაიწყო. აღნიშნული 12 პირიდან 10 შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, ხოლო 2 სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელი იყო.

„სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე და 1443 მუხლებით სისხლისსამართლებრივი დევნა გენერალურმა პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს 8 თანამშრომლის მიმართ დაიწყო, ხოლო სხვა პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებული სისხლის სამართლის კოდექსის სხვა მუხლებით დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ზემოაღნიშნული 8 თანამშრომლიდან:

5 პირი ბრალდებულად იქნა ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით), აღნიშნული 5 პირიდან პროკურორმა ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემდეგ ბრალი დააზუსტა და სისხლისსამართლებრივი დევნა სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გაგრძელდა (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობითა და პირადი ღირსების შეურაცხყოფით);

1 პირი დაკავებულ იქნა და ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება იარაღის გამოყენებით);

1 პირი დაკავებულ იქნა და ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი პირადი ღირსების შეურაცხყოფით - სამი ეპიზოდი). აღნიშნული პირის მიმართ პროკურორმა სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემდგომ, ბრალი დააზუსტა და სისხლისსამართლებრივი დევნა სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი პირადი ღირსების შეურაცხყოფით - 2 ეპიზოდი) და სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გაგრძელდა (დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა - 1 ეპიზოდი);

1 პირი დაკავებულ იქნა და ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით - 1 ეპიზოდი) და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება პირადი ღირსების შეურაცხყოფით - 2 ეპიზოდი). აღნიშნული პირის მიმართ პროკურორმა, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემდგომ, ბრალი დააზუსტა და სისხლისსამართლებრივი დევნა სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით - 1 ეპიზოდი), ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი პირადი ღირსების შეურაცხყოფით - 1 ეპიზოდი) და სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გაგრძელდა (დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა);" - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა