თბილისში ტაქსების რეფორმის შემდეგი ეტაპი სავარაუდოდ, ზაფხულიდან დაიწყება

დედაქალაქში ტაქსების რეფორმის შემდეგი ეტაპი სავარაუდოდ, ზაფხულიდან დაიწყება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის ვიცე მერმა ირაკლი ხმალაძემ განუცხადა.

როგორც დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, ამჟამად ტაქსის კომპანიებთან კონსულტაციები მიმდინარეობს.

„ჯერ ისევ მიმდინარეობს შიდა სამუშაოები და კონსულტაციები მომსახურების გამწევ პირებთან. ზაფხულიდან დავიწყებთ რეფორმის მესამე ეტაპს. ამაზე მერი გააკეთებს შესაბამის განცხადებას“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ირაკლი ხმალაძემ.

ცნობისთვის, ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპისთვის დედაქალაქის მერიას დაანონსებული აქვს, რომ ცვლილების შემდეგ ტაქსით მომსახურების ხარისხი გაუმჯობესდება და ბაზარი გაძლიერდება.

შეგახსენებთ, რომ ტაქსების რეფორმა თბილისში 2018 წლის 1-ელი ოქტომბრიდან დაიწყო, რა დროიდანაც ტაქსით მომსახურება ლიცენზიის გარეშე აიკრძალა. 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან კი, რეფორმის შემდეგი ეტაპი ტაქსის ფერს შეეხო და მანათობლების მქონე ტაქსები მხოლოდ თეთრი ფერის გახდა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს