ანატოლი ბიბილოვი - “პროგრამა “ხუთი ნაბიჯი რუსეთისკენ” საჭიროა იმისთვის, რომ შეიქმნას გარემოებები რუსეთის შემადგენლობაში "სამხრეთ ოსეთის" შესასვლელად

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი აცხადებს, რომ ოსი ხალხის დაყოფა მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომელიც უნდა გადაიჭრას.

“პროგრამა “ხუთი ნაბიჯი რუსეთისკენ”, რომელიც ჩვენ მანამდე დავაანონსეთ, საჭიროა იმისთვის, რომ შეიქმნას გარემოებები რუსეთის შემადგენლობაში "სამხრეთ ოსეთის" შესასვლელად. ეს ჩემი ახირება არაა, ეს ჩვენი ერის სურვილია ჯერ კიდევ გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან. ოსები გაყოფილი არიან და ეს პრობლემა გადასაჭრელია. ბევრი ამბობს, რომ "სამხრეთ ოსეთი" დამოუკიდებელი უნდა იყოს, მაგრამ დამოუკიდებლობაზე მეტად მნიშვნელოვანია ეთნოსის ერთიანობა, ერთიანი ტრადიციები, ადათ-წესები, ენა”, - აცხადებს ბიბილოვი.

მისი თქმით, „"სამხრეთ ოსეთი" რუსეთის იმპერიიდან დამოუკიდებლად არ გამოსულა“ და ჯერ კიდევ 90-იან წლებში ჩატარებულ რეფერენდუმზე მოსახლეობის 99,9%-მა მხარი დაუჭირა საბჭოთა კავშირში დარჩენას.

თენგიზ ფხალაძე - ტრამპის პრეზიდენტობა მრავალ გამოწვევასთან და ცვლილებასთან იქნება დაკავშირებული, მათ შორის ჩვენს რეგიონში
ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2025
„არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ ცინცაძეების უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება
„საქკაბელი“ პორტფელს „Schneider Electric“-ის პრემიუმ ხაზით - „Merten D-Life“-ით აფართოებს