ირაკლი ნადარეიშვილი - “Fitch”-ის მიერ საქართველოს სუვერენული რეიტინგის და მისი პერსპექტივის უცვლელად შენარჩუნება, გამოხატავს მაღალ ნდობას, რომლითაც სარგებლობს ქვეყნის მაკროეკონომიკური გარემო და ეკონომიკური პოლიტიკა

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ „Fitch“-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე და სტაბილური პერსპექტივა უცვლელად დატოვა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ირაკლი ნადარეიშვილის შეფასებით, ჯერ კიდევ მიმდინარე კოვიდ-პანდემიის და გლობალური ეკონომიკური კრიზისის, ასევე რეგიონში შექმნილი საკმაოდ რთული გეოპოლიტიკური მდგომარეობის მიუხედავად, სარეიტინგო სააგენტოს მიერ საქართველოს სუვერენული რეიტინგის და მისი პერსპექტივის უცვლელად შენარჩუნება, გამოხატავს მაღალ ნდობას, რომლითაც სარგებლობს ჩვენი ქვეყნის მაკროეკონომიკური გარემო და ეკონომიკური პოლიტიკა.

სარეიტინგო კომპანიის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს რეიტინგის ძირითად განმსაზღვრელ ფაქტორებს სანდო და ეფექტური პოლიტიკა და სხვა „BB“ რეიტინგის მქონე ქვეყნებთან შედარებით ძლიერი მმართველობის ინდიკატორები წარმოადგენს. ანგარიშში „Fitch“ - ი ხაზგასმით აღნიშნავს ეკონომიკის სწრაფ გაჯანსაღებასა და მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებაზე.

„Fitch”-ის ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკამ ზრდის ძლიერი ტემპი აჩვენა. წინასწარი შეფასებით მშპ-ს ზრდამ 10.6 პროცენტი შეადგინა. ეკონომიკური ზრდის ძირითადი წარმმართველი ფაქტორები იყო ძლიერი ადგილობრივი მოთხოვნა, სავალუტო შემოდინებები, ტურიზმის ნაწილობრივი აღდგენა, ფისკალური სტიმულები და ექსპორტის ზრდა. „ყველა ეს მიმართულება 2022 – 23 წლებში პროგნოზის მიხედვით, შეინარჩუნებს პოზიტიურ დინამიკას. „Fitch“ - ი თავის ანგარიშში მომდევნო 2 წელიწადში საქართველოს ეკონომიკის 5.5 და 5.3 პროცენტით ზრდას პროგნოზირებს, რაც რეგიონის ქვეყნებს შორის ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია“, - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო