თსუ დაარსებიდან 104-ე წლისთავს ეპიდვითარების შესაბამისი ფორმატით აღნიშნავს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსებიდან 104-ე წლისთავს ეპიდვითარების შესაბამისი ფორმატით აღნიშნავს.

თსუ-ს ინფორმაციით, უნივერსიტეტის ფოიეში მოეწყობა უნივერსიტეტის ისტორიის ამსახველი ფოტოგამოფენა. ექსპოზიციაში განთავსდება საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი ფოტოები, რომელიც ასახავს საქართველოში პირველი ეროვნული უნივერსიტეტის დაარსებისა და შედგომი განვითარების საინტერესო ინფორმაციას.

„უნივერსიტეტის დაარსების დღესთან დაკავშირებით, თსუ განაახლებს არქეოლოგიის მუზეუმის საგამოფენო დარბაზს. მნახველისთვის გამოიფინება ფონდებში დაცული ექსპონატები, ლაბორატორიულად დამუშავებული და კონსერვირებული არქეოლოგიური მასალა, ასევე, თსუ-ს სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებელთა მიერ ბოლოდროინდელ არქეოლოგიულ ექსპედიციებში აღმოჩენილი არტეფაქტები.

ონლაინ სივრცეში იქნება წარმოდგენილი უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისათვის თსუ-ს ბიბლიოთეკის თაოსნობით გამოცემული ორი ახალი წიგნი: „ევროპელი სოციალისტების ვიზიტი საქართველოში“( II ტომი) და აკაკი ჩხენკელის დღიურები - წიგნი პირველი (1918-1921).

წიგნი „ევროპელი სოციალისტების ვიზიტი საქართველოში“ ორი ტომისგან შედგება და ასახავს 1920 წელს ევროპელი სოციალ-დემოკრატების და მუშათა მოძრაობის ლიდერების ჩამოსვლას საქართველოში. პირველი ტომი ევროპელი დელეგატების ვიზიტს ეხება. მეორე ტომში წარმოდგენილია დელეგატების მიერ საქართველოს შესახებ ევროპულ პრესაში გამოქვეყნებული სტატიები, რომელიც ემილ ვანდერველდეს ინსტიტუტის დახმარებით გადმოეცა უნივერსიტეტს.

ასევე ონლაინ სივრცეში განთავსდება წიგნი „აკაკი ჩხენკელის დღიურები,“ რომლის პირველ წიგნში წარმოდგენილია ცნობილი ქართველი პოლიტიკოსის, დიპლომატის, საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი მთავარი ფიგურის აკაკი ჩხენკელის მემორიალური მემკვიდრეობის 2 რვეული. ამ ნაწილში აღწერილია 1918 წლის შემოდგომიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციამდე. ყოველდღიური და პოლიტიკური მოვლენები. მეტი სიცხადისათვის დღიურს თან ერთვის კომენტარები, რაც მკითხველს გაუადვილებს პოლიტიკური პროცესების კვალდაკვალ მისთვის უცნობი პიროვნებებისა თუ მოვლენების აღქმას.

წიგნებთან ერთად ონლაინ სივრცეში განთავსდება ევროპელი სოციალისტების დელეგაციის ვიზიტის ამსახველი ფოტოები და ფოტო-გამოფენა აკაკი და კიტა ჩხენკელების პირადი არქივიდან, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ინახება და რექტორის, გიორგი შარვაშიძის ინიციატივით გადმოეცა უნივერსიტეტს.

თსუ-ში გამოფენებზე დაცული იქნება კორონავირუსთან დაკავშირებული ყველა რეკომენდაცია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო