ხათუნა სამნიძე - იმედი მაქვს, "ოცნება" „წითელ ხაზებს“ სულ არ გადავა და ბადრი ჯაფარიძესაც არ შეუწყვეტს უფლებამოსილებას - მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ ყველაფერზეა წამსვლელი, ეს საერთოდ წარმოუდგენელია

იმედი მაქვს, „წითელ ხაზებს“ სულ არ გადავა „ოცნება“ და ბადრი ჯაფარიძესაც არ შეუწყვეტს უფლებამოსილებას - მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ ყველაფერზეა წამსვლელი, ეს საერთოდ წარმოუდგენელია, - ამის შესახებ დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

ხათუნა სამნიძე ფიქრობს, რომ ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებით „აბსურდული გადაწყვეტილება“ არ იქნება მიღებული.

„სამივე სხვადასხვა შემთხვევაა, როგორც ბადრი ჯაფარიძის, ასევე ელენე ხოშტარიასი და ასევე შალვა ნათელაშვილის. ჩემი დამოკიდებულება ასეთია - თუ ოპოზიციურ პარლამენტის წევრს სურს, რომ პარლამენტში იმუშაოს, შემოვიდეს და გააგრძელოს მუშაობა, მათ არ უნდა შეუწყდეთ მანდატი, რადგან ამის საფუძველი არ არსებობს. თუ ამას გადაწყვეტს „ქართული ოცნება“ , ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება.

რეგლამენტის მიხედვით, სამივე საკითხზე მსჯელობა უნდა მოხდეს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ამ „წითელ ხაზებს“ სულ არ გადავა „ქართული ოცნება“ და ამ შემთხვევაში ბადრი ჯაფარიძესაც არ შეუწყვეტს უფლებამოსილებას. არ წარმომიდგენია, რომ ეს გააკეთოს მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერზე წამსვლელია „ქართული ოცნება“. მაინც მგონია, რომ ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებით ასეთ აბსურდულ გადაწყვეტილებას არ მიღებენ. ელენე ხოშტარია არ აპირებს, არ გეგმავს და არაერთხელ განაცხადა, რომ არ სჭირდება ეს მანდატი, უნდა, რომ უფლებამოსილება მოეხსნას. შალვა ნათელაშვილის შემთხვევაში ის ღიად ამბობს, რომ შესაძლოა გააგრძელოს პარლამენტში მუშაობა, ეს უკავშირდება დაფინანსების საკითხს და ა.შ. ბადრი ჯაფარიძესთან ეს საერთოდ წარმოუდგენელია, უკავშირდება ისეთ სასამართლო პროცესს, რომელიც ვიცით, რომ იყო პოლიტიკური ანგარიშსწორება“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ხათუნა სამნიძის თქმით, ოპოზიცია საგამოძიებო კომისიების შექმნაში ერთმანეთს უნდა დაეხმაროს და თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ სურს მიხეილ სააკაშვილზე საგამოძიებო კომისია შეიქმნას, მაშინ თავადაც უნდა დაუჭირონ მხარი იმ საგამოძიებო კომისიებს, რომლებიც დანარჩენი ოპოზიციის მიერ უკვე მაგიდაზე დევს.

„საგამოძიებო კომისიების შექმნაში ჩვენ ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ. ერთმანეთის გარეშე ვერცერთი კომისია ვერ შეიქმნება. თუ „ნაციონალური მოძრაობისგან“ ვერ დავინახეთ თანამშრომლობა, მათ მხარი არ დაუჭირეს იმ კომისიებს, რომელიც უკვე მაგიდაზე დევს, რა თქმა უნდა, მეც გამიჩნდება ეჭვი, რომ ისინი არ აპირებენ თანამშრომლობას და მხოლოდ საკუთარი კომისიის შესაქმნელად არიან პარლამენტში“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს