თამარ გაბუნია განმარტავს, რამდენ დღემდე შეიძლება შემცირდეს იზოლაციის ვადა უსიმპტომო პირებისთვის

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია განმარტავს, რამდენ დღემდე შეიძლება შემცირდეს იზოლაციის ვადა უსიმპტომო პირებისთვის.

როგორც გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სხვა ქვეყნების გამოცდილებით, უსიმპტომო პირმა პირბადის გამოყენებით აქტივობა შეიძლება მე-5 დღეს ტესტის ჩატარების შემდეგ გააგრძელოს.

„ჯერჯერობით იზოლაციის ვადა უსიმპტომო პირებისთვის კვალავ 8 დღე რჩება, თუმცა მიმდინარე კვირაში ჩვენ ექსპერტებთან ერთად დამატებით ვიმსჯელებთ. სხვა ქვეყნების გამოცდილება არსებობს, სადაც მე-5 დღეს ტარდება ტესტი და უარყოფით შემთხვევაში პირმა შეიძლება გააგრძელოს აქტივობა პირბადის გამოყენებით. ეს მოდელები სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედებს. აქცენტი მეტად კეთდება იმ პროფესიებზე, ვისი დატვირთვა და სამსახურში დაბრუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით, კოვიდპროგრამაში მონაწილე სამედიცინო პერსონალი. ამიტომ ამ კვირაში ამაზე დამატებითი მსჯელობა იქნება და თუკი ექსპერტები მხარს დაუჭერენ იზოლაციის ვადის შემცირებას საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით განცხადებასაც გავაკეთებთ,“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

რას გულისხმობს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები, როგორ მიმდინარეობს სკოლების ავტორიზაციის პროცესი და იგეგმება თუ არა დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადება - ინტერვიუ განათლების მინისტრის მოადგილესთან
ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
მიხეილ ბატიაშვილი - ქვეყნის ყველაზე მასშტაბური, ციფრული საინფორმაციო ფონდი მალე ხელმისაწვდომი გახდება
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს