ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, იანვარში კორონავირუსით 4019 ორსული დაინფიცირდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, იანვარში კორონავირუსით 4019 ორსული დაინფიცირდა.

ამასთან, როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულებისას განაცხადა, მიმდინარეობს შესწავლა, სულ რამდენი ორსულია გარდაცვლილი კორონავირუსით.

„ორსულებთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოზე ვთქვი და გავიმეორებ, რომ იანვარში, „ომიკრონის" აქტიური გავცელებისას 4019 ორსული დაინფიცირდა. მთლიანი ინფიცირებიდან 1 პროცენტი მოდის ორსულებზე. სამწუხაროდ, 2021 წელს გვქონდა გარდაცვალების შემთხვევაც. მიმდინარეობს შესწავლა, იყო თუ არა ეს პირდაპირ დაკავშირებული ვირუსთან. ალბათ, ეს მონაცემი შემდეგ მიმოხილვაში გვექნება",- აღნიშნავს გამყრელიძე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს