ამირან გამყრელიძე წინა დღეებთან შედარებით კორონავირუსით გარდაცვალების დღევანდელი მონაცემების ზრდის მიზეზებს განმარტავს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე წინა დღეებთან შედარებით გარდაცვალების დღევანდელი მონაცემების ზრდის მიზეზებს განმარტავს.

როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, დღეს გარდაცვალება ინფიცირებულთა ოდენობის 1.19%-ს შეადგენს.

„როგორც ჩანს, გარდაცვალების დღევანდელი მონაცემი - 54 უკავშირდება გარკვეულად აღრიცხვიანობას, ამ 54-ში შედის წინა დღეებიც და ამაზე დავალება შესაბამისმა სტრუქტურებმა მიიღეს. ანუ ატვირთვა და რეპორტინგი 24 საათში არ ხდება, ნაკლებია რეალურად, მაგრამ მაინც გარდაცვალების მაჩვენებელი ზღურბლოვან მაჩვენებელზე, 8-9 მილიონ მოსახლეზე 27-29 ყოველდღიურად, მაღალი გვაქვს, მაგრამ არა 80-75 და ა.შ როგორც გვქონდა. ბევრი რამ შეიძლება იყოს პრობლემა გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ეს არის პირველ რიგში, ახალი შემთხვევების მაღალი რაოდენობა. როგორ კარგადაც არ უნდა იყოს სისტემა აწყობილი, გარდაცვალების პროცენტი 1000-ზე ყოველთვის იქნება დაახლოებით 0.5-1.4%-ის ფარგლებში. დღეს ჩვენ ინფიცირებულზე გარდაცვალება გვაქვს 1.19%-ის ფარგლებში ანუ ეს ჩამოვიდა დაბლა, რამეთუ „ომიკრონთან“ მიმართებით როგორც ჰოსპიტალიზაცია, ისე გარდაცვალების მაჩვენებელი დაბლაა წამოსული. როცა გაქვს მაღალი ინფიცირების მაჩვენებელი, სამწუხაროდ, ფატალური შედეგი გვექნება. სიკვდილობის 86% მოდის 60 ზემოთ მოსახლეობაში“, - განაცხადა გამყრელიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო