„რუსთავი 2”-ის ოპერატორზე განხორციელებულ თავდასხმის ფაქტზე ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

„რუსთავი 2”- ის ოპერატორზე განხორციელებულ თავდასხმის ფაქტზე ბრალდებული უშანგი დათუნაშვილი სასამართლო დარბაზიდან 3000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ადვოკატის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო.

ადვოკატის განმარტებით, პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით შუამდგომლობის დაყენების საფუძველი უშანგი დათუნაშვილის რთული ჯანმრთელობის მდგომარეობასთან ერთად ,,რუსთავი 2” - ის ოპერატორის მიერ გაკეთებული განცხადება გახდა, რომელიც დათუნაშვილის კანონის უმკაცრესი ზომით დასჯას არ მოითხოვდა.

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებებზე და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით მიმდინარეობს. საერთო ჯამში საქმეს 31 ბრალდებული და 57 დაზარალებული ჰყავს.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ