ჟურნალისტებზე ძალადობის საქმის პროკურორი - ბრალდების მხარეს მიაჩნდა, რომ არ არსებობდა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის სამართლებრივი საფუძველი, თუმცა სასამართლომ შეუფარდა გირაო

ბრალდების მხარეს მიაჩნდა, რომ არ არსებობდა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის სამართლებრივი საფუძველი, თუმცა სასამართლომ შეუცვალა და შეუფარდა გირაო 3000 ლარის ოდენობით, - ამის შესახებ 5 ივლისს ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობის საქმის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ სასამართლო დარბაზიდან ერთ-ერთი ბრალდებულის, უშანგი დათუნაშვილის გათავისუფლების შემდეგ განაცხადა.

პროკურორის განმარტებით, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

"დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ დაკითხა სამი დაზარალებული, მათგან ორი იყო "რადიო თავისუფლების” ჟურნალისტი, რაც ეხებოდა ბრალდებული გიორგი კახიანის ეპიზოდს, მესამე დაზარალებული იყო ბექა ათაბეგაშვილი, რომლის დაკითხვაც ეხებოდა ბრალდებული უშანგი დათუნაშვილის ეპიზოდს. ორმა დაზარალებულმა დააფიქსირა, რომ ითხოვდნენ ბრალდებულების უმკაცრესად დასჯას, რაც შეეხება ბექა ათაბეგაშვილს მან განაცხადა, რომ არანაირი პრეტენზია არ აქვს, არავის დასჯას არ ითხოვს და სასამართლოს მიანდო მისი გადაწყვეტილება. დაცვის მხარემ ასევე წარმოადგინა უშანგი დათუნაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი ცნობა. ბრალდების მხარეს მიაჩნდა, რომ არ არსებობდა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის სამართლებრივი საფუძველი, თუმცა სასამართლომ შეუცვალა და შეუფარდა გირაო 3000 ლარის ოდენობით”, - აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.

ცნობისთვის, „რუსთავი 2”- ის ოპერატორზე განხორციელებულ თავდასხმის ფაქტზე ბრალდებული უშანგი დათუნაშვილი სასამართლო დარბაზიდან 3000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. ადვოკატის განმარტებით, პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით შუამდგომლობის დაყენების საფუძველი უშანგი დათუნაშვილის რთული ჯანმრთელობის მდგომარეობასთან ერთად ,,რუსთავი 2” - ის ოპერატორის მიერ გაკეთებული განცხადება გახდა, რომელიც დათუნაშვილის კანონის უმკაცრესი ზომით დასჯას არ მოითხოვდა.

რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებებზე და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით მიმდინარეობს. საერთო ჯამში საქმეს 31 ბრალდებული და 57 დაზარალებული ჰყავს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო