პროკურორი - დღეს აეროპორტის და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები დაიკითხნენ, ერთ-ერთმა მოწმემ დაადასტურა, რომ დაინახა, გიგი უგულავას მხრიდან განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი

დღეს დაკითხულმა ერთ-ერთმა მოწმემ დაადასტურა, რომ თავად დაინახა გიგი უგულავას მხრიდან განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი. იმ ფაქტზე, რომ გამოძიება ობიექტურად არის წარმოებული მიუთითებს როგორც ერთი მხრივ, გიორგი უგულავას, ასევე დაზარალებული ბადრი გავაშელიშვილის თანმხლები პირის პასუხისგებაში მიცემა, - ამის შესახებ ე.წ.აეროპორტის ინციდენტის საქმის პროკურორმა ნათია გურულმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

პროკურორის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებული ბადრი გავაშელიშვილი თანხმობას აცხადებს გიგი უგულავას მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე, ბრალდებულ უგულავას არ სურს, რომ საქმე ამნისტიით შეწყდეს, შესაბამისად, საქმის არსებითი განხილვა გრძელდება.

„დღევანდელ პროცესზე დაიკითხნენ აეროპორტის და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები, მათ შორის ერთ-ერთი გიგი უგულავას მხრიდან დაზარალებულის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის თვითმხილველი პირი. დღეს დაკითხულმა ერთ-ერთმა მოწმემ დაადასტურა, რომ თავად დაინახა, გიგი უგულავას მხრიდან განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი. იმ ფაქტზე, რომ გამოძიება ობიექტურად არის წარმოებული მიუთითებს როგორც ერთი მხრივ გიორგი უგულავას, ასევე დაზარალებულის თანმხლები პირის პასუხისგებაში მიცემა. შესაბამისად, არც უნდა გაჩნდეს კითხვა არის თუ არა გამოძიება ობიექტურად ჩატარებული”, - აღნიშნა ნათია გურულმა.

ცნობისთვის, შემთხვევა თბილისის აეროპორტში 2019 წლის 11 დეკემბერს მოხდა. გიგი უგულავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს. მას ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემას ედავებიან. გიგი უგულავასთან ერთად ბრალდებული გახლდათ გავაშელიშვილის მეგობარი დავით პარკაძე, რომელსაც პოლიტიკოს გოკა გაბაშვილის ცემას ედავებოდნენ. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის დამნაშავედ იქნა ცნობილი და ჯარიმა დაეკისრა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა