კარლ ჰარცელი - 19 აპრილის შეთანხმება წარმოადგენს გზამკვლევს დემოკრატიის გასაღრმავებლად - ეს არის ერთ-ერთი საიმედო გზა და თუ არჩევანი მასზე არ გაკეთდება, მაშინ ისმის კითხვა, რომელი გზაა?

19 აპრილის შეთანხმება ჯერ კიდევ წარმოადგენს გზამკვლევს დემოკრატიის გასაღრმავებლად და საქართველოს ევროინტეგრაციისკენ გზაზე პროგრესის მისაღწევად. არ ვიტყვი, რომ ეს არის ამის ერთადერთი გზა, თუმცა ეს არის ერთ-ერთი საიმედო ასეთი გზა, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.

აღნიშნული განცხადება კარლ ჰარცელმა ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ შარლ მიშელის სახელით ცნობილი დოკუმენტის „მომავლის გზა საქართველოსთვის“ პირობების შესრულების მონიტორინგის შედეგების წარადგენამდე გააკეთა.

„გვქონდა განხილვა 19 აპრილის შეთანხმებასთან დაკავშირებით. იმისდა მიუხედავად, რომ გარკვეული დრო გავიდა 2021 წლის 19 აპრილის შემდეგ, ეს განხილვა მნიშვნელოვნად და შესაფერისად მიმაჩნია არა მხოლოდ იმის შესაფასებლად, რა საკითხები მოგვარდა, არამედ იმ საკითხების განსახილველადაც, რაც მომავალში უნდა განხორციელდეს. განვიხილეთ, რა შემდგომი ნაბიჯები უნდა გადაიდგას ამ შეთანხმების სულისკვეთების შესაბამისად იმ მდგომარეობის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ბევრ მეგობარს ევროპაში აინტერესებს, საიდ მიემართება საქართველო. მსურს ვთქვა, რომ 19 აპრილის შეთანხმება ჯერ კიდევ წარმოადგენს გზამკვლევს დემოკრატიის გასაღრმავებლად და საქართველოს ევროინტეგრაციისკენ გზაზე პროგრესის მისაღწევად. არ ვიტყვი, რომ ეს არის ამის ერთადერთი გზა, თუმცა ეს არის ერთ-ერთი საიმედო ასეთი გზა და თუ არჩევანი მასზე არ გაკეთდება, მაშინ ისმის კითხვა, „რომელი გზაა?“- აღნიშნა ელჩმა.

მიხაილო სამუსი - უკრაინა კიევის კაშხლის დაბომბვის თავიდან აცილებას შეძლებს!
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
სილქნეტის პაკეტი Gamer - თამაშობ შეუფერხებლად, დაბალი პინგით, გაუმჯობესებული პარამეტრებით
„სმარტ კაპიტალი“ თბილისს შემოგარენის განაშენიანების ახალ პროექტს სთავაზობს
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა