გურამ მაჭარაშვილი - პატიმარი სააკაშვილი პროცესებზე არ საუბრობს მის საქმეზე, საუბრობს ასტროლოგიაში თავის ლიდერობაზე, იმაზე, რომ საქართველო და დედამიწა ბრუნავს მის ირგვლივ - ეს საზოგადოებას არ აინტერესებს

სააკაშვილის მოსაზრებები თავის პარტიაში აღარ აინტერესებთ და რატომ ჰგონია ვინმეს, რომ საზოგადოებას აინტერესებს მისი მოსაზრებები პოლიტიკაზე და საქართველოს მომავალზე?! - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე ყველაფერზე საუბრობს გარდა მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმისა.

“საზოგადოებაში აღარანაირ ინტერესს აღარ იწვევს მიხეილ სააკაშვილი როგორც პატიმარი და პოლიტიკოსი, რადგან დადგინდა, რომ მისი უფლებრივი მდგომარეობა არის აბსოლუტურად კანონთან შესაბამისობაში. რაც შეეხება მის მოსაზრებებს, თავის პარტიაში აღარ აინტერესებთ და რატომ ჰგონია ვინმეს, რომ საზოგადოებას აინტერესებს ახლა პატიმარ სააკაშვილის მოსაზრებები პოლიტიკაზე და საქართველოს მომავალზე. პატიმარი სააკაშვილი სასამართლო სხდომებზე არ საუბრობს მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე, საუბრობს გლობალურ პოლიტიკაზე, ასტროლოგიაზე და ამ ასტროლოგიაში თავის ლიდერობაზე, იმაზე, რომ საქართველო და დედამიწა ბრუნავს მის ირგვლივ და ა.შ. არ საუბრობს კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე და რაზეც საუბრობს, საზოგადოებას არ აინტერესებს,” - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ლევან ალაფიშვილი - თუკი სასამართლოს არ აქვს საკმარისი ნდობა, მართლმსაჯულების საკონტროლებლად საზოგადოებას ერთადერთი ბერკეტი აქვს დარჩენილი - მისი მაქსიმალური ღიაობა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორი გენერალურ პროკურორს ღია წერილით მიმართავს
ტრანსფერ ფრაისინგი - გლობალური სტანდარტი ბიზნესის გამჭვირვალობისთვის
როგორ შევარჩიოთ კონდიციონერი გონივრულად?