გურამ მაჭარაშვილი - პარლამენტში პოლიტიკურ ოპოზიციას ყველა სიკეთესთან ერთად არითმეტიკაც აერია

პარლამენტში პოლიტიკურ ოპოზიციას ყველა სიკეთესთან ერთად არითმეტიკაც აერია, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის ბრალდებებს, რომ უმრავლესობას სურს ოპოზიციონერ დეპუტატებს მანდატი შეუწყვიტოს, რათა სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას საფრთხე შეექმნას.

მისი თქმით, თუ "ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივას 61 დეპუტატიდან 50 დეპუტატიც არ უჭერს მხარს, მაშინ კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის საკითხი თავად ოპოზიციაში დგება.

"64 ოპოზიციონერი დეპუტატია პარლამენტში და იმ შემთხვევაშიც კი, თუ 3 დეპუტატს შეუწყდება უფლებამოსილება 61 ოპოზიციონერი დეპუტატი რჩება. 61- დან "ნაცმოძრაობამ" თუ 50-ც ვერ შეკრიბა, ეს ნიშნავს, რომ ამ კომისიის შექმნის მიზანშეწონილობა არის კითხვის ნიშნის ქვეშ თავად ოპოზიციაში. მოკლეფეხებიან ტყუილებს როდემდე უნდა მისდიონ? - საზოგადოებამ კარგად იცის არითმეტიკა, თავი დაანებონ სპეკულაციებს,"- განაცხადა მაჭარაშვილმა.

რაც შეეხება ოპოზიციის კრიტიკას, რომ ბადრი ჯაფარიძისთვის და შალვა ნათელაშვილისთვის მანდატების გაუქმების შემთხვევაში მათ პარტიებს დაფინანსება შეუჩერდება, მაჭარაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციას სურს მათ უპასუხისმგებლო საქციელზე პასუხისგებლობა უმრავლესობამ აიღოს.

"ოპოზიციის ნაცვლად ჩვენ ვიღებთ ხოლმე მომეტებულ პასუხისმგებლობას და ახლა ოპოზიციას მოუნდა მათი უპასუხისმგებლო საქციელის გამო ჩვენ ვიფიქროთ, მომავალში რა შეიძლება მოხდეს მათ თავს, ვიფიქროთ მათი პარტიის დაფინანსება-არდაფინანსებაზე, პარლამენტში მოსვლა-არმოსვლაზე, რომ არ მოვლენ ამაზეც ვიფიქროთ, რომ დაფინანსება ხომ არ შეუწყდებათ. შალვა ნათელაშვილს და ელენე ხოშტარიას ბოიკოტი არ გამოუცხადებიათ და არ დადიოდნენ პარლამენტში, რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძეს, აქაც არის გამამტყუნებელი განაჩენი და ასეთ დროს, კონსტიტუციით და რეგალამენტით საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ვალდებული იყო სხდომა ჩაგვეტარებინა და გამოგვეკვლია ორი გარემოება - იყო თუ არა ბადრი ჯაფარიძის შემთხვევაში გამამტყუნებელი განაჩენი ნამდვილად და შესული იყო თუ არა ის კანონიერ ძალაში. სხვა უფლებამოსილება კომიტეტს არ გააჩნია და სპეკულაციები, რომ უნდა მოვიწვიოთ ნათელაშვილი და ვკითხოთ, უნდა თუ არა სიარული და შევიდეთ განხილვაში, განაჩენის გამოტანის დროს რა ნორმატიული აქტებით ისარგებლეს, ელემენტარული ცოდნა სჭირდება რეგლამენტის და ჩახედვა მასში, რომ იცოდე, რისი უფლება აქვს კომიტეტს,"- განაცხადა მაჭარაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა