პაატა მანჯგალაძე - სოსო ჯაჭვლიანმა განცხადა, რომ საძინებელში სათვალთვალო კამერა იპოვა და ამ დროს მარტო არ იყო, ამიტომ უნდა გამოიკითხონ ლუკა კურტანაძე და ირაკლი სესიაშვილი

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი პაატა მანჯგალაძე მიიჩნევს, რომ სოსო ჯაჭვლიანის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები უნდა დაიწყოს.

როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, “ქართული ოცნება“ უსმენს არა მხოლოდ დეპუტატებს, არამედ სასულიერო პირებსა და დიპლომატებს.

“სოსო ჯაჭვლიანი საუბრობს, რომ სათვალთვალო კამერის პოვნისას მარტო არ იყო, ამიტომ უნდა გამოიკითხონ მის მიერ დასახელებული ლუკა კურტანაძე, ირაკლი სესიაშვილი და დაიწყოს გამოძიება. ბიძინა ივანიშვილი რუსული მეთოდით - კომპრომატებით მართავს საკუთარ გუნდს, რათა კომპრომატების შიშით მის წინააღმდეგ ხმის ამოღება ვერავინ გაბედოს“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა სოსო ჯაჭვლიანმა “TV პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ 2015 წელს, საძინებელში სათვალთვალო კამერა აღმოაჩინა. ჯაჭვლიანის ინფორმაციით, ამ ფაქტის მოწმე არის ლუკა კურტანიძე. მისივე თქმით, აღნიშნული ფაქტის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მაშინდელ თავმჯდომარეს ირაკლი სესიაშვილს უამბო, თუმცა რეაგირება არ მოჰყოლია.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი