კასპში, ნოდარ ღუნაშვილის მკვლელობისთვის უვადო პატიმრობამისჯილი ზურაბ კახიშვილის ადვოკატი, მისი დაცვის ქვეშ მყოფზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს

კასპში, ნოდარ ღუნაშვილის მკვლელობისთვის უვადო პატიმრობამისჯილი ზურაბ კახიშვილის ინტერესების დამცველი სამართალდამცველების მხრიდან მისი დაცვის ქვეშ მყოფზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს.

ადვოკატის განცხადებით, ზურაბ კახიშვილს სამართალდამცველებმა უთხრეს, რომ მკვლელობა ეღიარებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი უვადო პატიმრობით დაემუქრნენ. უფლებადამცველის თქმით, ამ სიტყვებმა ზურაბ კახიშვილის აღშფოთება გამოიწვია, რის შემდეგადაც პოლიციელებსა და მას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

ადვოკატის, დიანა გვიშიანის განცხადებით, მოსამართლემ ზურაბ კახიშვილს სასამართლოსთვის ჩვენების მიცემის უფლება არ მისცა და მის მიმართ განხორციელებული ზეწოლის შესახებ სასამართლოს ვერ უამბო.

„ქეთევან ჩხაიძის ჩვენების შემდეგ, მაშინ როდესაც ზურაბ კახიშვილი პოლიციის განყოფილების წინ თავისი ერთადერთი უახლოესი მეგობრის გარდაცვალებას გლოვობდა და ეს დადასტურდა სასამართლო პროცესზეც და ისედაც ცხადზე ცხადია, რომ ისინი ყველაზე ახლო მეგობრები იყვნენ, ის მიიხმეს პოლიციის განყოფილებაში, შეიყვანეს პოლიციის განყოფილების იმდროინდელ უფროსთან, რომელმაც უთხრა ასეთი სიტყვები: „შენ უნდა აღიარო ეს დანაშაული, ყველა მტკიცებულება გვაქვს. თუ არ აღიარებ, შენს თავს ყველას შევაძულებთ და შენ უვადოდ აღმოჩნდები ციხეში". თუ აღიარებდა ამ შემთხევაში, კვალიფიკაცია შეიცვლებოდა ამ დანაშაულზე, ის გადავიდოდა აუცილებელ მოგერიებაზე და მალე დატოვებდა დაწესებულებას. რა თქმა უნდა, ამან დიდი აღშფოთება გამოიწვია ზურა კახიშვილში, მათ შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა. მე ეს მომიყვა ზურა კახიშვილმა ციხეში. ამ ფიზიკური შეხლა-შემოხლის დროს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იყო ნაცემი. შემდეგ, რადგან ის ნაცემი იყო გადაიყვანეს იზოლატორში. როდესაც მე-8 დაწესებულებაში განათავსეს, მასთან იმჟამინდელი ადვოკატი და გამომძიებელი კვლავ იგივე შეთავაზებით შევიდნენ, რომ ეღიარებინა არჩადენილი დანაშაული.

ჩვენ ვვარაუდობთ, რომ რეალურ მკვლელს გავლენიანი მფარველი ჰყავს, მათ სჭირდებოდათ ადამიანი, რომელსაც ამ დანაშაულს დააბრალებდნენ.

სიმართლე გითხრათ ვერ მივხვდი, რით ადასტურებს სასამართლო ზურა კახიშვილის ბრალეულებას. მოსამართლისთვის დაუდგენელია, საიდან აქვს ნოდარ ღუნაშვილს თავზე დაზიანება, მოსამართლისთვის არაგულწრფელია ქეთევან ჩხაიძის ჩვენება. მაშინ რა ვიფიქროთ ჩვენ თუ არა ის, რომ შეთანხმებული ქმედება იყო პროკურატურისა და სასამართლოსი, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გამოეცხადებინათ დამნაშავედ“, - განაცხადა ადვოკატმა, დიანა გვიშიანმა მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, ზურაბ კახიშვილის მიმართ გორის რაიონული სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი უვადო პატიმრობის შესახებ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.

შეგახსენებთ, 2021 წლის 13 მარტს, კასპში 34 წლის ნოდარ ღუნაშვილი მოკლეს. მკვლელობის ფაქტზე, შემთხვევიდან მეორე დღეს სამართალდამცავებმა მისი მეგობარი, 30 წლის მამაკაცი - ზურაბ კახიშვილი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ღუნაშვილს ანგარიშსწორების მიზნით, ცივი იარაღით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. მოგვიანებით სამართალდამცავებმა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით, მოკლული მამაკაცის მეუღლე - 31 წლის ქეთევან ჩხაიძე დააკავეს. სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებული ზურაბ კახიშვილი დამნაშავედ ცნო და მას უვადო პატიმრობა მიუსაჯა. ქეთევან ჩხაიძეს კი მოსამართლემ 5 წლითა და 6 თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა