ბრიუსელში, ევროპარლამენტარებთან ერთად უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე გრიგოლ გეგელიამ საქართველოს დროშა გაშალა

ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით მყოფი „ლელოს" დელეგაციის ერთ-ერთი ლიდერი და საერთაშორისო მდივანი გრიგოლ გეგელია ევროპარლამენტარების მიერ უკრაინის მხარდამჭერ აქციას შეუერთდა.

„ლელოს“ ინფორმაციით, მან უკრაინის და ევროპის სხვა ქვეყნების დროშებთან ერთად საქართველოს დროშა გაშალა.

მათივე ცნობით, აქციას საქართველოსადმი მეგობრულად განწყობილი ცნობილი ევროპარლამენტარები ვიოლა ფონ კრამონი, ანდრიუს კუბილიუსი და სხვა დეპუტატები ესწრებოდნენ.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა