სტუდენტების 94% პროგრამის დასრულებიდან 4 თვეში სასურველ სამსახურში საქმდება - ვებსტერის უნივერსიტეტი საქართველოშია

ვებსტერის უნივერსიტეტი უკვე საქართველოშია და 2022 წლიდან სტუდენტების მიღებას იწყებს. პირველ ეტაპზე, ამერიკული უმაღლესი სასწავლებელი 5 პროგრამით შემოვიდა: სა­ბა­კა­ლავ­რო სა­ფე­ხუ­რი - სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბა მე­ნე­ჯმენ­ტი, მას­კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი; სა­მა­გის­ტრო სა­ფე­ხუ­რი - სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბა; მომ­დევ­ნო წლი­დან კი აღ­ნიშ­ნულ ჩა­მო­ნათ­ვალს მე­დი­ის კვლე­ვე­ბის სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მაც და­ე­მა­ტე­ბა.

აშშ-ში აკრედიტებული ვებსტერის უნივერსიტეტი მსოფლიოს 10 ქვეყანაშია წარმოდგენილი და საერთაშორისო სტუდენტების მხრიდან მოთხოვნით ხასიათდება. ვებსტე­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტი აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლია აშშ-ს The Higher Learning Commission (HLC) - ის მიერ, აკ­რე­დი­ტა­ცია ფა­რავს სა­ბა­კა­ლავ­რო და სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მებს მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა კამ­პუს­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ჩათ­ვლით.

საქართველოს ვებსტერის უნივერსიტეტის გახსნასთან დაკავშირებით, ტაშკენტის ფილიალიდან რექტორის ასისტენტი, ემინ ტა­შირ ოღლუ ჰა­ჯი­ე­ვი ეწვია. მან საქართველოში ვებსტერის უნივერსიტეტის შემოსვლა შეაფასა და განმარტა, რომ მსოფლიოს მასშტაბით, მათი სტუდენტების 94% პროგრამის დასრულებიდან 4 თვეში სასურველ სამსახურში საქმდება.

„ჩვენ გვყავს 2 000 კურსდამთავრებული და მთელი მსოფლიოს მასშტაბით გვაქვს დიდი ქსელი, უკვე 10 ქვეყანაში ვართ წარმოდგენილი, რაც სტუდენტს ბევრ შესაძლებლობას აძლევს. მაგალითად, როდესაც საქართველოში სტუდენტი სწავლების პირველ წელს დაასრულებს, მას შეეძლება, 2 სემესტრის განმავლობაში სხვა ქვეყანაში ისწავლოს: ერთი სემესტრი გაატაროს ათენში, მეორე ჟენევაში ან სხვა ქალაქები აირჩიოს. მნიშვნელოვანია, რომ ასე მიიღებენ არა მხოლოდ ხარისხიან განათლებას, არამედ საზღვარგარეთ გააფართოებენ თავიანთ კავშირებს, შეხვდებიან ბევრ ადამიანს და თავიანთი სამომავლო საქმიანობისთვის ცოდნას კიდევ უფრო გაიღრმავებენ,“ - განმარტა მან.

ემინ ტა­შირ ოღლუ ჰა­ჯი­ე­ვის შეფასებით, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, გახდეს რეგიონული საგანმანათლებლო ჰაბი, რაშიც თავის წვლილს ვებსტერის უნივერსიტეტიც შეიტანს.

საქართველოში ამ მხრივ პოზიტიური კლიმატია, რადგან ქვეყანას შეუძლია იყოს აკადემიურ ჰაბი. ისტორიულად აქ იყვნენ დიდებული მკვლევრები, ექიმები, მეცნიერები და ქვეყანას ამისთვის შესანიშნავი კლიმატი აქვს. უბრალოდ ის კიდევ ერთხელ უნდა განვაახლოთ და ახალ-ახალი საგანმანათლებლო გამოწვევის შემოტანით ჩვენ ამას შევძლებთ. ჩვენ შევძლებთ, სტუდენტებს ვუჩვენოთ, რომ განათლება ისევ ერთ-ერთი საუკეთესო ინვესტიციაა,“ - აღნიშნა ვებსტერის უნივერსიტეტის წარმომადგენელმა.

აღსანიშნავია, რომ ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს ფილიალი სტუდენტებს ახალი სასწავლო წლიდან მიიღებს. კანდიდატების რეგისტრაცია კი მიმდინარეობს ბმულზე.

(R)

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო