ტოპ|ქარდით ნებისმიერი შენაძენი Kontakt Home-ში 12 თვეზე გადანაწილდება

Kontakt Home უკვე რე|ბანკის პარტნიორია. ტოპ|ქარდის ყველა მფლობელს შეუძლია ნებისმიერი ნივთი იყიდოს და გადასახდელი თანხა გაძვირების გარეშე, 12 თვეზე, თანაბრად გაანაწილოს (ეფექტური 0%-ით). Kontakt Home თავის მომხმარებელს მსხვილი და წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ელექტრონული მოწყობილობების და ტექსტილის ფართო არჩევანს სთავაზობს. მაღაზია მდებარეობს თბილისი ცენტრალის სავაჭრო ცენტრში, სადგურის მოედანი 2, სართული 2.

ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით Kontakt Home-ში 15 თებერვლის ჩათვლით 50%-მდე ფასდაკლება მოქმედებს. ტოპ|ქარდის მფლობელები ფასდაკლებით შეძენილი ნივთების საფასურსაც თანაბრად გაანაწილებენ 12 თვეზე ყოველგვარი დანამატის გარეშე, ეფექტურ 0%-ად.

„გვიხარია, რომ ჩვენს პარტნიორებს უკვე Kontakt Home-იც შემოუერთდა. ძალიან სასიხარულოა, რომ ტოპ|ქარდის მფლობელებს ასეთი შესაძლებლობა ექნებათ - შეიძინონ ელექტრონული მოწყობილობები და დანახარჯი 12 თვეზე თანაბრად გაანაწილონ, ეფექტური 0%-ით. ვიმედოვნებთ, რომ ეს პარტნიორობა სამივე მხარისთვის მომგებიანი იქნება: ბანკისთვის, პარტნიორი მაღაზიის და, რაც მთავარია, ჩვენი მომხმარებლებისთვის.“ - მიხეილ გაფრინდაშვილი, რე|ბანკის საცალო მიმართულების უფროსი.

ტოპ|ქარდის აღება ძალიან მარტივად, თანაც, უფასოდ არის შესაძლებელი: ონლაინ განაცხადის შევსებით https://rbnk.ge/ValentineDay ან რე|ბანკის დესკებზე Kontakt Home-ის მაღაზიაში.

ტოპ|ქარდის აღება შესაძლებელია რე|ბანკის ფილიალებშიც https://rbnk.ge/Branches ან კონტაქტ-ცენტრის დახმარებით: +995 32 222 25 25 | *2525.

რა არის ტოპ|ქარდი?

ტოპ|ქარდი შოპინგ ბარათია რე|ბანკისგან, რომლითაც მყიდველი ხარჯებს ანაწილებს რამდენიმე თვეზე ისე, რომ ერთ თეთრსაც არ იხდის ზედმეტს.

ტოპ|ქარდის ლიმიტი 250-დან 10 000 ლარამდეა. ბარათზე ერთხელ მტკიცდება მოთხოვნილი ლიმიტი და მისი გამოყენება შეუზღუდავად არის შესაძლებელი. თითოეული შენატანის გადახდის შემდეგ, შევსებული ლიმიტის გამოყენება თავიდან შეგიძლია.

რე|ბანკის პროდუქტების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე და კონტაქტ ცენტრში: rebank.ge | +995 32 222 25 25 | *2525

ინფორმაციას რებანკი ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა