10 თებერვალს საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისათვის გამოცდა ჩატარდა

10 თებერვალს საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისათვის გამოცდა ჩატარდა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ცენტრი საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებისათვის გამოცდას წელიწადში ორჯერ - ზამთარსა და ზაფხულში ატარებს.

მათივე ცნობით, გამოცდაში მონაწილეობის მიღება საქართველოს იმ მოქალაქეებს შეუძლიათ, რომლებიც სწავლობენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და სწავლის პერიოდში საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ ერთი სემესტრის განმავლობაში, არანაკლებ 75 დღისა.

„გამოსაცდელთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ტესტირებაზე დაცული იყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ყველა რეკომენდაცია. ყოველი სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილი იყო გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით.

2022 წლის ზამთრის სესიაზე სულ 130-მდე მსურველი დარეგისტრირდა, მათგან 97%-მდე აპლიკანტი გამოცხადდა გამოცდაზე. შედეგების ნახვა შესაძლებელი იქნება ვებგვერდზე: online.naec.ge იმ პაროლის გამოყენებით, რომელიც გამოცდის დღეს გადაეცა მონაწილეს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო