იორკ თაუერსი - კომპანია, რომელმაც საქართველოს ეკონომიკაში 65 მლნ ლარამდე ინვესტიციის შემოდინებას შეუწყო ხელი

საქართველოს ბაზარზე 6 წლიანი წარმატებული საქმიანობის შედეგად კი, „იორკ თაუერსი“ ჰოლდინგურ კომპანიად გარდაიქმნა. კომპანიიის შიდა ფინანსური ანგარიშების თანახმად, "იორკ თაუერსმა" პარტნიორებთან და კლიენტებთან ერთად საქართველოს ეკონომიკაში 65 მილიონ ლარამდე ინვესტიციის შემოდინებას შეუწყო ხელი, ხოლო თავად გადასახადების სახით, მხოლოდ ბოლო 2 წლის განმავლობაში, 2020 და 2021 პანდემიურ წლებში, 8.5 მილიონი ლარი აქვს გადახდილი.

ეს მაშინ, როდესაც COVID-19 პანდემიით გამოწვეული კრიზისის შედეგად გაზრდილი რისკების გათვალისწინებით ბაზარზე დიდმა წილმა კომპანიებისა ოპერირება შეწყვიტა ან დროებით შეაჩერა. „იორკ თაუერსმა“ ამავე პერიოდში მოახერხა არა მხოლოდ შეენარჩუნებინა არამედ 30%-ით გაეზარდა დასაქმებულთა რაოდენობა. ამრიგად, დღეისათვის იორკ ჰოლდინგ ჯგუფში შემავალ კომპანიებში უკვე 700-მდე ადამიანია დასაქმებული, რაც, მიუხედავად ზოგადი გაურკვევლობისა დასაქმების ბაზარზე, გატარებული სწორი პოლიტიკისა და სტრატეგიის შედეგია.

2021 წლის მეორე კვარტალში, წინა წლის იმავე პერიოდის რეცესიასთან შედარებით (-13.2%), საქართველოს ეკონომიკა 29.9%-ით გაიზარდა. აღნიშნულ ზრდაში, სამშენებლო სექტორს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის, სადაც 34%–იანი ზრდა გვაქვს. ეს ის სექტორია, რომელსაც ერთ–ერთ პირველს შეეხო მთავრობის ანტიკრიზისული გადაწყვეტილებები და მის მხარდასაჭერად 400 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო. 2021 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, აღნიშნულ სექტორში გაზრდილია როგორც დასაქმებულთა რაოდენობა, ასევე მათი საშუალო თვიური ანაზღაურებაც.

აღნიშნული ტენდენციების ფონზე, კომპანია ,,იორკ თაუერსი“ მოღვაწეობის ახალ საფეხურზე გადადის, როგორც ტექნოლოგიურად, ისე სტრუქტურულად, იდეურად და ბრენდის განვითარების თვალსაზრისით. საერთაშორისო კლიენტების მოთხოვნებზე ფოკუსირებამ კომპანიას გლობალურ ორგანიზაციად ჩამოყალიბების საშუალება მისცა, რაც ისევ და ისევ ხელს უწყობს უცხოელების შემოსვლას საქართველოში და გაზრდილ ეკონომიკურ სარგებელს. კომპანია ოპერირებს მსოფლიოს 3 კონტინენტზე და აქვს ფილიალი 7 ქვეყანაში.

აღსანიშნავია, ასევე, რომ კომპანია ,,იორკ თაუერსი“ სრულად თანხვედრაშია ქალაქის მერის მთავარ პრიორიტეტთან თბილისის ურბანული განვითარების თვალსაზრისით და წლებია, საკმაოდ მსხვილ ინვესტიციებს ახორციელებს მწვანე მშენებლობის კუთხით. კომპანიაში ქალაქის ურბანული განვითარების ორ მნიშვნელოვან კომპონენტს ხედავენ. ერთის მხრივ, სარეკრეაციო სივრცეების გაზრდა ქალაქის შიგნით, მეტი პარკისა და სკვერის არსებობა ქალაქში. მეორეს მხრივ, ქალაქის ურბანული განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ახალი სივრცეების ათვისება, რათა მოხდეს ქალაქის საცხოვრებელი არეალის გაფართოება. ამის შესაძლებლობას ზრდის განვითარებული საგზაო ინფრასტრუქტურა და კომუნიკაციების ქსელის გაფართოება.

იორკ თაუერსის პროექტები ყოველთვის იყო გამორჩეული და მომხმარებლის მოთხოვნაზე ორიენტირებული, დაწყებული მრავალსართულიანი ბინების მშენებლობით თბილფისის ყველაზე სწრაფად განვითარებად უბანში - დიდ დიღომში, დასრულებული პრემიუმ კლასის, თუმცა ხელმისაწვდომი ვილებითა და ბინებით ლისზე, ტაბახმელაში, ბათუმში და ახლა უკვე ბაზალეთზე. აქვე აღსანიშნავია, რომ კომპლექსური განვითარებიდან გამომდინარე, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ კომპანია თავად აშენებს საკუთარ პროექტებს, ფასები ზოგად საბაზრო ღირებულებასთან შედარებით საკმაოდ დაბალია. ამასთან, ენერგო ეფექტურობა, მაღალი ხარისხის მშენებლობა, პროექტების თანამედროვე ინფრასტრუქტურა, ბინების ჩაბარების შემდგომი მომსახურება კომპლექსებში, „იორკ თაუერსის“ პროექტებს საქართველოს ბაზარზე გამორჩეულს ხდის. დეველოპერის ხედვაა ისეთ კომპანიად დამკვიდრდეს, რომელიც საქართველოში ხარისხიანი, კომფორტული ცხოვრების სტანდარტს ნერგავს და ამასთანავე, ხელმისაწვდომს ხდის მას.

და ბოლოს კომპანიის მიზანია თანამედროვე ბიზნეს-პრაქტიკის დანერგვა უძრავი ქონების სექტორში იმისათვის, რომ საქართველოს ინტეგრირება მოახდინოს დანარჩენ მსოფლიოსთან და მომხმარებლები უზრუნველყოს მსოფლიო დონის მომსახურებით საქართველოსა და სხვა რეგიონებში. ეს ეხება როგორც უძრავი ქონების, ასევე სასტუმრო ბაზარზე მასშტაბური პროექტების განვითარებას ქვეყნის შიგნით, რომელიც ხელს შეუწყობს ტურიზმისა და ეკონომიკის ზრდას ქალაქებსა და რეგიონებში.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო